საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ცხამში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.130.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

განკარგულება №10

2025 წლის 28 თებერვალი 

 ქ. საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ცხამში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 16 ოქტომბრის №233739 მომართვის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. მიენიჭოს საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე სოფელ ცხამში სახელწოდების არმქონე ქუჩას სახელწოდება დანართი №1-ისა და რუკის შესაბამისად.

მუხლი 2. განკარგულება გადაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საჩხერის რაიონულ სასამართლოში (ქ. საჩხერე, დავით აღმაშენებლის ქ.№3).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                          გაგა დარბაიძე