თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-29. 29252743 |
|
2025 წლის 1 ოქტომბერი ქ. თერჯოლა |
მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში გმირულად დაღუპული ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, სერჟანტი გივი სახელაშვილი არის საზოგადო მოღვაწე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე სამშობლოს დაცვის საქმეში.
შესაბამისად, გივი სახელაშვილის სახელის უკვდავყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩის მაცხოვრებლების 2025 წლის 27 იანვრის №19/29250271-29 განცხადების თანახმად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის სხდომის №48 ოქმის საფუძველზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1. მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის გივი სახელაშვილის სახელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩას, (მეცხრე ქუჩის პირველი ჩიხი, მეორე ჩიხი, პირველი შესახევევი);
მუხლი 2. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, რუკების, ცნობარების და სხვა დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და ა.შ).
მუხლი 3. განკარგულება გაეგზავნოს თერჯოლის №49 საოლქო საარჩევნო კომისიას, გარდაცვლილის ოჯახს, საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. მუხლი 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7), დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 01.10.2025. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-29. 29252743. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.126.016009.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“, №გ-29. 29252743, 01.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016009 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6643538/