თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-29. 29232142
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.126.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-29. 29232142

2023 წლის 2 აგვისტო

თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ
მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ტრაგიკულად დაღუპული ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, სერჟანტი ვალერი გოგნაძე არის საზოგადო მოღვაწე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე სამშობლოს დაცვის საქმეში.

შესაბამისად, ვალერი გოგნაძის სახელის უკვდავყოფის მიზნით,
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩის მაცხოვრებლების 2022 წლის 29 სექტემბრის №19/29222721-29 განცხადების თანახმად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 19 ივნისის სხდომის №337 ოქმის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის ვალერი გოგნაძის სახელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველ ქუჩას.

x

y

333317.3

333909.1

4670859.6

4670347.3

მუხლი 2. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, რუკების, ცნობარების და სხვა დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და ა.შ).

მუხლი 3. განკარგულება გაეგზავნოს თერჯოლის №49 საოლქო საარჩევნო კომისიას, გარდაცვლილის ოჯახს, საინიციატივო ჯგუფს,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 5. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე  დავითი გოგბერაშვილი


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2023.
როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ“?
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 02.08.2023. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-29. 29232142. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.126.016008.
რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის პირველი ქუჩისათვის ვალერი გოგნაძის სახელის მინიჭების შესახებ“, №გ-29. 29232142, 02.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5892271/