თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №46 70 |
|
2018 წლის 7 ნოემბერი |
საკრებულო აღნიშნავს, რომ აწ გარდაცვლილი გენერალ-ლეიტენატი გურამ ქარქაშაძე იყო სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრივ-თანამდებობრივი მოღვაწეობით ნამდვილად აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. მას აქვს მიღებული სხვადასხვა სახის ჯილოდოები და სამეცნიერო წოდებები, მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლას აქვს მინიჭებული მისი სახელი. აღნიშნული ფაქტები კი ადასტურებს მისი მოღვაწეობის განსაკუთრებულობას სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.
გურამ ქარქაშაძის სახელის უკვდავყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის 2018 წლის 26 ივნისის №199/46 წერილის თანახმად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის სხდომის №12 ოქმის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1. მიენიჭოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩას სახელმწიფო მოღვაწის – გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელი.
ქუჩის X – Y კოორდინატები:
მუხლი 2. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და სხვ.). მუხლი 3. განკარგულება დაეგზავნოს გარდაცვლილის ოჯახს, საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7), დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.11.2018.
- როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ“?
- „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 07.11.2018. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №46 70. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.126.016001.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.11.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ“, №46 70, 07.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4362013/