თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტელეფის 29-ე ქუჩისათვის ნიკოლოზ ღიბრაძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №გ-29.29212112 |
|
2021 წლის 30 ივლისი ქ. თერჯოლა |
საკრებულო აღნიშნავს, რომ 1992-1993 წლების ე.წ „აფხაზეთის ომი“, რომელიც დაიწყო საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა შორის, 13 თვეს გაგრძელდა. ამ ომის შედეგად დაიღუპა 3000- მდე ჯარისკაცი და სამხედრო პირი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის იყო 19 წლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, მესამე კურსის სტუდენტი, ნიკოლოზ ღიბრაძე, რომელიც მეგობრებთან ერთად, მოხალისედ წავიდა, აფხაზეთის ომში და ქალაქ სოხუმში გამართულ საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 1993 წლის 1 აგვისტოს, რის გამოც ის ნამდვილად არის საზოგადო მოღვაწე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე სამშობლოს დაცვის საქმეში.
შესაბამისად ნიკოლოზ ღიბრაძის სახელის უკვდავყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წევრის 2021 წლის 15 აპრილის №19/29211051-29 წერილის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 11 ივნისის სხდომის №26 ოქმის საფუძელზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1. მიენიჭოს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ნიკოლოზ ღიბრაძის, სახელი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტელეფის 29-ე ქუჩას, ქუჩის გავრცელების არეალის ფარგლებში, მოცემული XY-კოორდინატების შესაბამისად:
მუხლი 2. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და სხვ.). მუხლი 3. განკარგულება დაეგზავნოს გარდაცვლილის ოჯახს, საკითხის ინიციატორს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ამირან ვერულაშვილი
|