ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ჰერეთის ქუჩის (ცენტრალური ქუჩა) მესამე შესახვევისათვის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № გ-93. 93241593 |
|
2024 წლის 7 ივნისი ლაგოდეხი |
მიენიჭოს სახელი – „ჰერეთის III შესახვევი“, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ცენტრალური ქუჩის მესამე შესახვევს, თანდართული რუკის შესაბამისად.
ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.
განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.
საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია