„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№127
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016817
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №127

2018 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016257) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინკასაციასა და არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილებას  ახორციელებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე – სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი (შემდგომში – ინკასატორი და გამცილებელი), რომელსაც  სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – პოლიციის აკადემიაში გავლილი აქვს საცეცხლე მომზადების სპეციალური კურსი.“.

2. მე-2 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინკასაცია, როგორც წესი, ხორციელდება სპეციალური სიგნალებითა (ლურჯი და წითელი ფერის ციმციმა) და რადიოკავშირით აღჭურვილი, შეჯავშნული, სპეციალური შეფერილობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით (შემდგომში – სპეცტრანსპორტი). ინკასაციას უზრუნველყოფს საინკასაციო ჯგუფი (შემდგომში – ეკიპაჟი), რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 ინკასატორისაგან (მძღოლი და გადამტანი). გადასაზიდი ფასეულობის მოცულობის (რაოდენობა) და/ან ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, ეკიპაჟის წევრების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 1 ან 2 ინკასატორით (დამზღვევი). ასეთ შემთხვევებში, ინკასაციის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეცტრანსპორტის დაცვა-გაცილების ჯგუფი/ჯგუფები.“;

ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. არაუმეტეს 20 ჩანთით ინკასაციის შესრულებისას ეკიპაჟი უფლებამოსილია,  ინკასაცია განახორციელოს სპეცტრანსპორტის გარეშე, მინიმუმ 1 დამზღვევის მონაწილეობით, სპეციალური სიგნალებითა (ლურჯი და წითელი ფერის ციმციმა) და რადიოკავშირით აღჭურვილი, სპეციალური შეფერილობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით.“;

გ)   მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინკასაციის განხორციელების პროცესში გადამტანი უშუალოდ ახორციელებს ინკასაციის ოპერაციას ანუ გადააქვს ფასეულობა, ხოლო დამზღვევი (არსებობის შემთხვევაში) იცავს უსაფრთხოებას.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი:

„26. იმ შემთხვევაში, როდესაც ეკიპაჟი შედგება მხოლოდ მძღოლისა და გადამტანისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული დამზღვევის ფუნქციებს განახორციელებს მძღოლი.“.

4. მე-6 მუხლის: 

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინკასაციის დაცვა-გაცილების ჯგუფი  (შემდგომში – ჯგუფი) შედგება არანაკლებ ორი წევრისგან – მძღოლისა და  დამზღვევისგან (შემდგომში – მეორე დამზღვევი).

2. ინკასაციის დაცვა-გაცილება სრულდება სპეციალური ნიშნებით, ფერადი და სპეციალური სიგნალებით (ლურჯი და წითელი ფერის შუქურები), რადიოკავშირით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (შემდგომში – ავტომანქანა).“;

ბ) მე-5მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპეცტრანსპორტიდან გადამტანის გადმოსვლა ხორციელდება შემდეგი თანამიმდევრობით: ავტომანქანიდან გადმოდიან მეორე დამზღვევი და მძღოლი. მძღოლი  რჩება სპეცტრანსპორტთან (აკონტროლებს პერიმეტრს მის გარშემო). მეორე დამზღვევი და მძღოლი აფასებენ ვითარებას სპეცტრანსპორტის ირგვლივ და ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რწმუნდებიან ვითარების უსაფრთხოებაში და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ ნიშანს გადმოსვლაზე სპეცტრანსპორტში მჯდომ პირველ დამზღვევს, რომელიც გადმოდის და აღებს სპეცტრანსპორტის უკანა კარს, საიდანაც გადმოდის გადამტანი.

6. პირველი და მეორე დამზღვევები უზრუნველყოფენ გადამტანის უსაფრთხო გადაადგილებას სპეცტრანსპორტიდან ობიექტამდე და ობიექტიდან სპეცტრანსპორტამდე.

7.  სპეცტრანსპორტიდან გადამტანის გადმოსვლის შემდეგ, პირველი დამზღვევი კეტავს უკანა კარს და სხვებთან ერთად ჭადრაკული განლაგებით მიემართება ობიექტისკენ შემდეგი სქემის მიხედვით: მეორე დამზღვევი – გადამტანი – პირველი დამზღვევი. გადაადგილებისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მოყვანილი საბრძოლო მდგომარეობაში.

8. ობიექტთან მისვლისას შესასვლელ კართან რჩება პირველი დამზღვევი და უზრუნველყოფს პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვას, ხოლო მეორე დამზღვევი და გადამტანი შედიან ობიექტში და ახორციელებენ ფასეულობის გადაცემას.

9. სპეცტრანსპორტისკენ მოძრაობა ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: პირველი დამზღვევი – გადამტანი – მეორე დამზღვევი. გადაადგილებისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მოყვანილი საბრძოლო მდგომარეობაში. სპეცტრანსპორტთან მისვლისას პირველი დამზღვევი აღებს უკანა კარს, მეორე დამზღვევი და ავტომანქანის მძღოლი  აკონტროლებენ პერიმეტრს. სპეცტრანსპორტში ადის გადამტანი, პირველი დამზღვევი კეტავს სპეცტრანსპორტის უკანა კარს და ადის სპეცტრანსპორტში წინა კარიდან, ხოლო მეორე დამზღვევი და მძღოლი ბრუნდებიან ავტომანქანაში.“.

5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. გადასაზიდი ფასეულობის მოცულობის (რაოდენობა) და ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს ინკასირების (სპეცტრანსპორტის) დაცვა-გაცილების ჯგუფის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან/და ჯგუფის/ჯგუფების დამატება.

13. ინკასაციის დაცვა-გაცილების ჯგუფში ერთზე მეტი დამზღვევის ან სპეცტრანსპორტში 2 დამზღვევის (ინკასატორი) არსებობის შემთხვევაში, დამზღვევებს შორის ფუნქციები ნაწილდება იმგვარად, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ინკასირების დაცვის უსაფრთხოების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია