სს “სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/2-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/2-ლ

2018 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“,„ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის მე-14 მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 მარტის №03 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის“ და სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204491344) 2018 წლის 01 ნოემბრის № 04/1518/18 მომართვის საფუძველზე: ვბრძანებ:

1. სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204491344) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 10 იანვრის №2 და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2007 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებებში (საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №05/8-ლ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში კომპანიის საფირმო სახელწოდებად განისაზღვროს სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“.

2. სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაზე“ გაიცეს სალიცენზიო მოწმობები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით დადგენილი წესით.

3. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი   ირაკლი თუთარაშვილი.