სს “პსპ დაზღვევა“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/1-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

  ბრძანება №05/1-ლ   

2025 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სს „პსპ დაზღვევაის“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“  ქვეპუნქტების, ამავე კანონის მე-14 მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 მარტის №03 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის“ და სს „სადაზღვევო კომპანია ვაიზერი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204545572) 2025 წლის 17 ოქტომბრის №01-580 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. სს „პსპ დაზღვევაის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204545572) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, „შპს „პსპ სამედიცინო დაზღვევაზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლისა) და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიების გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის 2010 წლის 16 აპრილის №302 განკარგულებაში („შპს „პსპ სამედიცინო დაზღვევის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო „შპს „პსპ სამედიცინო დაზღვევაზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლის)ა და სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიების გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 16 აპრილის №302 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 1 აპრილის №350 განკარგულებითა და „შპს „პსპ დაზღვევის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა)  ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №05/3-ლ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში  კომპანიის საფირმო სახელწოდებად განისაზღვროს სს „სადაზღვევო კომპანია ვაიზერი“.

2. სს „სადაზღვევო კომპანია ვაიზერზე“ გაიცეს სალიცენზიო მოწმობები შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით, დადგენილი წესით.

3. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.

4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი   დავით ონოფრიშვილი


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს “პსპ დაზღვევა“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს “პსპ დაზღვევა“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2025.
როდის იქნა მიღებული „სს “პსპ დაზღვევა“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„სს “პსპ დაზღვევა“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №05/1-ლ.
სად არის „სს “პსპ დაზღვევა“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს “პსპ დაზღვევა“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“, №05/1-ლ, 24.10.2025 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6654727/