შპს ,,ბლექ სი სატის” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 36717-16
330210316001627552
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2018 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
განმცხადებლები (კრედიტორები) – 1. შპს „კომპანის ბლექ სი გრუპი“
(ს.კ 204477734 - დირექტორი ამირან მამუჭაძე)
2. შპს „ღვინის ქარხანა № 1“
(ს.კ. 404401544 - დირექტორი - არჩილ ივარდავა)
მოვალე – შპს „ბლექ სი სატი“ (ს.კ 417875115)
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 01 დეკემბერს განცხადებით მომართეს შპს „კომპანის ბლექ სი გრუპის“ დირექტორმა ამირან მამუჭაძემ და შპს „ღვინის ქარხანა № 1“-ის დირექტორმა არჩილ ივარდავამ და მოითხოვეს შპს „ბლექ სი სატის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.
2017 წლის 02 მაისს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებად დანიშნულ იქნენ: კახა ჭკუასელი, ნიკოლოზ ცქიმანაური და ანეტა ხურციძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 17 მაისს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ბლექ სი სატის“ გაკოტრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით შპს „ბლექ სი სატის“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
2018 წლის 29 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, ლელა ხაციკიდუმ, რომელმაც შპს „ბლექ სი სატის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკვაშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს „ბლექ სი სატის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
გაკოტრების მმართველის – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 29 ოქტომბრის შუამდგომლობის საფუძველზე მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება 2018 წლის 21 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;
ბ) შპს „ბლექ სი სატის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 21 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:
● გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;
● შპს „ბლექ სი სატის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე