სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №527
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.020842
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება 11.12.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსამრეცხაოები, ავტოტექმომსახურების) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებოიბების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №527
2018 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 106-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა“.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
დანართი
სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობებია:
1. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი, მათზე დამაგრებული მიწის ფართობით, ასევე შესაბამისი ქონება, რომელიც აუცილებელია მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2. დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები.
4. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისა და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების (თავშესაფრების) განთავსებისათვის აუცილებელი ქონება.