საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.11.2018 ძალადაკარგული 20.10.2020
ნომერი
№86
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.016633
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №86

2018 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. დეპარტამენტის უფროსი  (პირველი რანგი, კატეგორია საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა, საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობა, ფინანსების სპეციალობა);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის, კერძო/ბიზნეს სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობა, სოციოლოგიის სპეციალობა);

დ) მეცნიერება/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (მათემატიკის სპეციალობა);

ე) მიმართულებათაშორის დარგებში (საჯარო მმართველობის სპეციალობა, თავდაცვა და უსაფრთხოების სპეციალობა);

ვ) ინჟინერია (კომპიუტინგი/ინფორმატიკის  სპეციალობა).

2. შიდა/გარე აუდიტორად მუშაობის, ბიზნესის, მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით საკონსულტაციო, ეკონომიკური-საფინანსო, საბუღალტრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკის მართვის, პროექტების მართვის, ადამიანური რესურსების მართვის ან პოლიტიკის შემუშავების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის – 2  წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

3. ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

4. სასურველია საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (International Professional Practices Framework) ცოდნა; შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა (CIA, CGAP); ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების საბაზისო ცოდნა.

5.  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;

ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება. 

6. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

7.  კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.

მუხლი 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა, საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობა, ფინანსების სპეციალობა);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის, კერძო/ბიზნეს სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობა, სოციოლოგიის სპეციალობა);

დ) მეცნიერება/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (მათემატიკის სპეციალობა);

ე) მიმართულებათაშორის დარგებში (საჯარო მმართველობის სპეციალობა, თავდაცვა და უსაფრთხოების სპეციალობა);

ვ) ინჟინერია (კომპიუტინგი/ინფორმატიკის  სპეციალობა).

2. შიდა/გარე აუდიტორად მუშაობის, ბიზნესის, მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით საკონსულტაციო, ეკონომიკური-საფინანსო, საბუღალტრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკის მართვის, პროექტების მართვის, ადამიანური რესურსების მართვის ან პოლიტიკის შემუშავების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სასურველია საჯარო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

3. ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებთან მუშაობის გამოცდილება.

4. სასურველია საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (International Professional Practices Framework) ცოდნა; შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა (CIA, CGAP); ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების საბაზისო ცოდნა; ადმინისტრაციული სამართლისა და საქმისწარმოების ცოდნა.

5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;

ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება.

6. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

7. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.

მუხლი 3. მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორიამეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა, საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობა, ფინანსების სპეციალობა);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის, კერძო/ბიზნეს სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობა, სოციოლოგიის სპეციალობა);

დ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (მათემატიკის სპეციალობა);

ე) მიმართულებათაშორის დარგებში (საჯარო მმართველობის სპეციალობა, თავდაცვა და უსაფრთხოების სპეციალობა);

ვ) ინჟინერია (კომპიუტინგი /ინფორმატიკის  სპეციალობა).

2. შიდა/გარე აუდიტორად მუშაობის, ბიზნესის, მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით საკონსულტაციო, ეკონომიკური-საფინანსო, საბუღალტრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკის მართვის, პროექტების მართვის, ადამიანური რესურსების მართვის ან პოლიტიკის შემუშავების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

3. სასურველია საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (International Professional Practices Framework) ცოდნა.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

ზ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება. 

5. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.

6. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა.

მუხლი 4. აუდიტორი  (მესამე რანგი, კატეგორიამეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის სპეციალობა, საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობა, ფინანსების სპეციალობა);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის, კერძო/ბიზნეს სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობა, სოციოლოგიის სპეციალობა);

დ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (მათემატიკის სპეციალობა);

ე) მიმართულებათაშორის დარგებში (საჯარო მმართველობის სპეციალობა, თავდაცვა და უსაფრთხოების სპეციალობა);

ვ) ინჟინერია (კომპიუტინგი/ინფორმატიკის  სპეციალობა).

2. შიდა/გარე აუდიტორად მუშაობის, ბიზნესის, მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით საკონსულტაციო, ეკონომიკური-საფინანსო, საბუღალტრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკის მართვის, პროექტების მართვის, ადამიანური რესურსების მართვის, ან პოლიტიკის შემუშავების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. სასურველია საჯარო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო (International Professional Practices Framework) ცოდნა; შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა (CIA, CGAP); ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების საბაზისო ცოდნა.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

ზ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება.

5. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.