თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2018
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46 70
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2018
matsne.gov.ge 326 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
333114 4669582
333873 4670310
X Y
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდილაურის მეცხრე ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 01.10.2025 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 18.10.2024 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 20.01.2021 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №592 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, რაშიდ ბეიბუთოვის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის რაშიდ ბეიბუთოვის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 21.11.2023 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩისათვის „ლეიტენატ ალია ბარდაველიძის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 07.06.2021

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №46 70 2018 წლის 7 ნოემბერი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ საკრებულო აღნიშნავს, რომ აწ გარდაცვლილი გენერალ-ლეიტენატი გურამ ქარქაშაძე იყო სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრივ-თანამდებობრივი მოღვაწეობით ნამდვილად აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. მას აქვს მიღებული სხვადასხვა სახის ჯილოდოები და სამეცნიერო წოდებები, მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისათვის  ბრძოლებში  აფხაზეთის  ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლას აქვს მინიჭებული მისი სახელი. აღნიშნული ფაქტები კი ადასტურებს მისი მოღვაწეობის განსაკუთრებულობას სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. გურამ ქარქაშაძის სახელის უკვდავყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის,   საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის 2018 წლის 26 ივნისის №199/46 წერილის თანახმად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის სხდომის №12 ოქმის მე-11 პუნქტის  საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗. მიენიჭოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩას სახელმწიფო მოღვაწის – გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელი. ქუჩის X – Y კოორდინატები: X Y 333873 4670310 333114 4669582 მუხლი 2🔗. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და სხვ.). მუხლი 3🔗. განკარგულება დაეგზავნოს გარდაცვლილის ოჯახს, საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების სააგენტოს და  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4🔗. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 6🔗. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7), დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ნინო ჯანელიძე