„ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის – ,,თბილისი“-ს ჩატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №11-41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30-106
სარეგისტრაციო კოდი
450050000.35.101.016553
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№30-106

2018 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის – ,,თბილისი“-ს ჩატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №11-41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
1. „ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის – ,,თბილისის“ ჩატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №11-41 დადგენილებაში (ვებგვერდი, სსმ, 13/05/2015; სარეგისტრაციო კოდი:  450050000.35.101.016158)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ქ. თბილისში ყოველწლიურად ჩატარდეს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ,,თბილისი”. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის და ხელოვნების სხვა დარგებში მოღვაწე პირების და ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის შემოქმედებით აქტივობას, ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერებისა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

2. კონკურსის ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, ყოველწლიურად შედგეს შესაბამისი ჟიური 5 (ხუთი) წევრის შემადგენლობით. ჟიურის უფლებამოსილება შეუწყდება ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისის“ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკურსის ჩატარების ვადების შესაბამისად, ყოველწლიურად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიქმნას კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი. ჯგუფის მუშაობას კოორდინაცია გაუწიოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა. საორგანიზაციო ჯგუფმა უზრუნველყოს კონკურსის ჩატარების საორგანიზაციო საკითხების განხორციელება, კონკურსანტების მიერ წარდგენილი ნაშრომების მიღება, დახარისხება და ჟიურის წევრებისათვის გადაცემა, სხდომების ორგანიზება.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკურსის ჟიურის მუშაობას ხელმძღვანელობს ჟიურის თავმჯდომარე, რომელსაც ყოველწლიურად ირჩევენ ჟიურის წევრები ხმათა უმრავლესობით. ჟიურის თავმჯდომარეს და ჟიურის წევრებს აქვთ ერთი ხმის უფლება. ჟიური უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, ჟიურის გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელშიც მითითებული იქნება ჟიურის შეკრების ადგილი, თარიღი, დამსწრეთა რაოდენობა და მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი.   ოქმს ხელს აწერს ჟიურის ყველა დამსწრე წევრი. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.“

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. ჟიურის წევრები ინდივიდუალურად ეცნობიან, არჩევენ და აფასებენ  წარმოდგენილ ნამუშევრებს. საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისას ჟიური ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: ნაწარმოების ესთეტიური მხარე, ახალი და ინოვაციური აზროვნება, რეალური ფაქტების გამოყენებით მაღალმხატვრული ნაწარმოების შექმნის უნარი.

62. ჟიურის თითოეული წევრი ვალდებულია, კეთილსინდისიერად მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ობიექტურად მიანიჭოს უპირატესობა საკონკურსოდ წარდგენილ ნამუშევარს. ჟიურის წევრი ასევე ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა და ოფიციალურ გამოცხადებამდე არ გაახმაუროს კონკურსის შედეგები.“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  კონკურსის ნომინაციაა  –  წლის საუკეთესო ესსე.”;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-75პუნქტები:

„71..  ჟიური ხმათა უბრალო უმრავლესობის პრინციპით  გამოავლენს  სამი საუკეთესო ესსეს ავტორს.

72. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეივსოს ელექტრონული განაცხადი და საკონკურსო ნაწარმოები წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული სახით (PDF ფორმატით). სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე: www.tbsakrebulo.gov.ge.

73. კონკურსის მონაწილე შეიძლება გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, გარდა ჟიურის და საორგანიზაციო ჯგუფის წევრისა.

74. კონკურსის ჩატარების ეტაპებია:

ა) I ეტაპი – კონკურსის გამოცხადება, განაცხადების შევსება, საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა;

ბ) I I ეტაპი – ჟიურის მიერ ნამუშევრების გაცნობა და შეფასება;

გ) I I I ეტაპი – გამარჯვებულების გამოვლენა;

დ) IV ეტაპი – გამარჯვებულების დაჯილდოება.

75. კონკურსის ეტაპების ვადები და ნომინაციის თემატიკა ყოველწლიურად განისაზღვროს  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. “;

ზ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამარჯვებულებს გადაეცეს ფულადი ერთჯერადი განაცემი (ჯილდო) 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

10. ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ დაჯილდოების ცერემონია, როგორც წესი, იმართება ყოველი წლის ბოლოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე