„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 7 ნოემბრის №52/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №53/2018 |
|
2018 წლის 14 ნოემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველის „გ“ ქვეპუნქტის; 77-ე მუხლის მე-5პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
|
„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 7 ნოემბრის №52/2018 დადგენილებას (სსმ ვებ-გვერდი: www.matsne.gov.ge, 08/11/2018, 010190020.15.008.016427) დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გასამართი მეორე ტურის კენჭისყრის ვადები
სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში (გარდა შეიარაღებულ ნაწილებში შექმნილი უბნებისა) მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდეს ადგილობრივი დროის 24 საათამდე.”.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|