„ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №35/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39/2014
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №39/2014

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №35/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №35/2014 დადგენილებას დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. გარდამავალი დებულება

პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც 2014 წლის 15 ივნისის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების საფუძველზე წარმოეშვა საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლებამოსილება, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით შეუძლია, ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან 7 კალენდარული დღის ვადაში - დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ხოლო მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში - დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე