დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-36/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016545
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 659 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 31.10.2019 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 09.02.2018 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 13.04.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 03.10.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 26.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-36/ნ 2018 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება (პროგრამული კოდი 34 02)), „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და მე-20 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანების მე-3 პუნქტის და, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ მე-2 მუხლის 2.1.9 პუნქტისა და „ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 ივლისის №1346 განკარგულების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის  წესი 1. „დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წინამდებარე წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტებსა და სხვა მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ის საფუძველზე დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის მუნიციპალურ პროგრამებში სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო), თანამონაწილეობის წესსა და პირობებს. 2. ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამაში სააგენტოს თანამონაწილეობა გულისხმობს ამხანაგობის მიერ წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუნიციპალური ორგანოების მიერ დაფინანსებულ პროექტში სააგენტოს თანადაფინანსების ფარგლებს. თანადაფინანსება ხორციელდება მუნიციპალური ორგანოს მიერ დამტკიცებული აქტის შესაბამისად, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიის – ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე. 3. სააგენტო თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობს შესაბამისი ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადების  საფუძველზე. 4. სააგენტოში წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი რაიონის გამგებლის ბრძანება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, რომელშიც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოებისა და ამ სამუშაოების მუნიციპალიტეტისა და ამხანაგობის თანადაფინანსების ოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. 5. სააგენტოში შემოსული განცხადება თანდართული დოკუმენტაციით განსახილველად გადაეცემა სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი). დეპარტამენტი დევნილთა მონაცემთა ბაზის საფუძველზე ამოწმებს არსებობს თუ არა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი ამხანაგობის განცხადებაში მითითებულ მისამართზე და რამდენი დევნილი ოჯახია იქ რეგისტრირებული. 6. თუ ამხანაგობის მიერ მითითებულ  მისამართზე რეგისტრირებული დევნილი ოჯახების რაოდენობა, როგორც წესი, ამ ობიექტში მაცხოვრებელ პირთა ნახევარზე მეტია,  დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას ამხანაგობის წილის სრულად თანადაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ და მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს ხელმძღვანელს ან ხელმძღვანელობის მიერ უფლებამოსილ შესაბამის თანამდებობის პირს, თანხმობის მისაღებად. 7. თანხმობის შემთხვევაში, დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი და თანდართული დოკუმენტაცია (ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადება, ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება), ეგზავნება სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტს, რომელიც ამზადებს ადმინისტრაციული დაპირების პროექტს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და ხელმოწერისათვის წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელს ან ხელმძღვანელობის მიერ უფლებამოსილ შესაბამის თანამდებობის პირს. 8. სააგენტო, ადმინისტრაციულ დაპირების გაცემისას, მასში მითითებულ თანადაფინანსების წილს აანაზღაურებს მას შემდეგ, როდესაც სააგენტოში წარმოდგენილი იქნება:      ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონის გამგეობის წერილი, ამავე რაიონის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების დადასტურების თაობაზე;    ბ) სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია: ბ.ა) მეწარმე სუბიექტთან/მიმწოდებელთან  გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება; ბ.ბ) ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.გ) მერიის მიერ ფინანსური ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.დ) მეწარმე სუბიექტის/მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტები). 9. ამ წესის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, სააგენტოში წარმოდგენის შემდგომ, დეპარტამენტი განიხილავს და სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ სააგენტოს თანამდებობის პირს ანაზღაურების მიზანშეწონილობის თაობაზე, რომლის თანხმობის შემთხვევაში, დოკუმენტაცია ანაზღაურებისთვის გადაეგზავნება სააგენტოს ეკონომიკურ დეპარტამენტს.