ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მთის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 07.11.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.162.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - სკვერის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მთისთვის ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მთის სახელდების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №36
2018 წლის 7 ნოემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მთის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 62-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის №11 ოქმის ამონაწერით მიღებული თანხმობის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გადაწყვიტა:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო მთას, რომლის კოორდინატებია: ჩრდილოეთ განედის 42023’23’’ და აღმოსავლეთ გრძედის 45013’22’’, სიმაღლე ზღვის დონიდან 3 276, 1 მეტრი, ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარებისა და სხვა დამზადება, გავრცელება და სხვა).
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს ამ განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
4. განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი