ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 07.11.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.162.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის და დაბა სიონის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელების
და უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №37
2018 წლის 7 ნოემბერი
ქ. ახმეტა
ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 62-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის სხდომის №11 ოქმის ამონაწერით მიღებული თანხმობის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გადაწყვიტა:
1. ქალაქ ახმეტაში, აკაკი წერეთლის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩას ეწოდოს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ახმეტის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ბექა უშარაულის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარებისა და სხვა. დამზადება, გავრცელება და სხვა).
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს ამ განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
4. განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
თამარ ყეინიშვილი