თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-131. 131260582
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.154.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-131. 131260582

2026 წლის 27 თებერვალი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე  უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ღულელების ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს მე-4 ქუჩის მე-2 ჩიხი და მე-4 ქუჩის მე-3 ჩიხის   სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.

2 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით.

თიანეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                      ნიკოლოზ დიდებაშვილი