ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.11.2018
ძალაში შესვლა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №553
სარეგისტრაციო კოდი №
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/11/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | Allium ascalonicum |
| 2 | Allium cepa L. |
| 3 | Allium fistulosum L. |
| 4 | Allium porrum L. |
| 5 | Allium sativum L. |
| 6 | Apium graveolens L. |
| 7 | Asparagus officinalis L. |
| 8 | Beta vulgaris L. |
| 9 | Brassica oleracea L. |
| 10 | Brassica pekinensis |
| 11 | Capsicum annuum L. |
| 12 | Chicorium endivia L. |
| 13 | Chicorium intybus L. |
| 14 | Citrullus lanatus (Thunb.) Matsum. et Nakai |
| 15 | Cucumis melo L. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №553
2018 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურები“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
ტექნიკური ტეგლამენტი – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ტექნიკური რეგლამენტი – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურები (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) არეგულირებს ბოსტნეულის და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა), და სარგავი (მათ შორის საძირე და სანამყენე) მასალის (შემდგომში – მასალა) ბაზარზე განთავსების პროცედურებს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ბიზნესოპერატორის მიერ ადგილობრივ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ მასალაზე.
3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება სათესლე მასალაზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გასამრავლებელი მასალა – მცენარის ცალკეული ნაწილები და მთლიანად მცენარეული მასალა, მათ შორის საძირეები, რომლებიც განკუთვნილია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გამრავლებისა და წარმოებისთვის;
ბ) სარგავი მასალა – მცენარე და მისი ვეგეტატიური ნაწილები, რომლებიც მოიცავს აგრეთვე სამყნობ კომპონენტებს და ნამყენ ჩითილებს და რომლებიც განკუთვნილია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოებისათვის;
გ) ლაბორატორია – ეროვნული ან/და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს გამოკვლევებს და სათანადო დიაგნოსტიკას, რაც ბიზნესოპერატორს აძლევს მასალის სიჯანსაღის შემოწმების საშუალებას;
დ) საწარმო – მასალის წარმოებისა და დასაწყობების/შენახვის ადგილი;
ე) კრიტიკული წერტილი – ეტაპი, რომელზეც შესაძლებელია მასალაზე შიდა საწარმოო კონტროლის გამოყენება, ფიტოსანიტარიული რისკის თავიდან ასაცილებლად, ან აღმოსაფხვრელად;
ვ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 3🔗. მასალისადმი დაწესებული მოთხოვნები
1. ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული და ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში „მასალის გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი“ ჩამოთვლილი მასალის სახეობებისა და გვარებისთვის განკუთვნილი მასალა, უნდა აკმაყოფილებდეს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული და ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი მასალა, თავისუფალი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში „მასალის მავნე ორგანიზმების ნუსხა“ ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებისაგან და უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, მასალა ვიზუალური დათვალიერებისას თავისუფალი უნდა იყოს მავნე ორგანიზმებისგან.
4. ნებისმიერი მასალა, რომელზეც გამოვლინდება მავნე ორგანიზმის სიმპტომები, მაშინვე უნდა დამუშავდეს მცენარეთა დაცვის შესაბამისი საშუალებებით, ან განადგურდეს.
5. ხახვის (შალოტი) და ნივრის შემთხვევაში მასალა მიღებული უნდა იყოს უშუალოდ იმ მასალისგან, რომელიც კულტურის ზრდის პროცესში შემოწმდა და მიჩნეულ იქნა, როგორც ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმების, ან მათი სიმპტომებისაგან თავისუფალი.
6. მასალა გვარების ან სახეობების მხრივ უნდა იყოს იდენტური და სუფთა, აგრეთვე უნდა ჰქონდეს ჯიშობრივი იდენტურობა და სისუფთავე.
მუხლი 4🔗. ბიზნესოპერატორის უფლება-მოვალეობები
1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მასალის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების ყველა ეტაპზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ბიზნესოპერატორის მიერ, უნდა განხორციელდეს:
ა) კრიტიკული წერტილების იდენტიფიცირება წარმოების პროცესში გამოყენებული მეთოდების საფუძველზე;
ბ) კრიტიკული წერტილების მონიტორინგის ან შემოწმების მეთოდების დადგენა და განხორციელება;
გ) სათანადო ზომები, რათა გარანტირებული იყოს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით და ამ ტექნიკური რეგლმენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია აიღოს ნიმუშები ლაბორატორიაში გამოკვლევის ჩასატარებლად.
3. ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, ასევე მასალის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების შესახებ მონაცემების ჩანაწერები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის. აღნიშნული ჩანაწერები უნდა ინახებოდეს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე. ხოლო ის ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს მხოლოდ იმ მასალის დისტრიბუციას, რომელიც წარმოებული და შეფუთულია დასაწყობების ადგილას, რომელიც არ არის მის საკუთრებაში, ვალდებულია შეინახოს მხოლოდ მონაცემები, აღნიშნული მასალის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
4. თუ ბიზნესოპერატორის მიერ გამოვლინდება საქართველოსთვის საკარნტინო მავნე ორგანიზმის არსებობა, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სააგენტოს და მისგან მიიღოს მითითებები გასატარებელი ფიტოსანიტარიული ზომების თაობაზე. ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს მასალაზე მავნე ორგანიზმის აღმოჩენის ყველა შემთხვევის და გატარებული ყველა ფიტოსანიტარიული ზომების აღრიცხვა.
5. ბიზნესოპერატორის ხელთ არსებული მასალის თანმხლები დოკუმენტი, შესაბამოსობაში უნდა იყოს მასალასთან, არ უნდა იყოს მანამდე გამოყენებული, დაბეჭდილი იყოს ქართულ ენაზე და შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) მცენარის საყოველთაოდ მიღებული დასახელების, ან მასალის მცენარის პასპორტის არსებობის შემთხვევაში მისი ბოტანიკური დასახელების შესახებ;
ბ) მწარმოებელი ქვეყნის კოდის შესახებ;
გ) ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ;
დ) ბიზნესოპერატორის დასახელების შესახებ;
ე) ინდივიდუალური სერიული, კვირის ან პარტიის ნომრის შესახებ;
ვ) ბიზნესოპერატორზე დოკუმენტის გაცემის თარიღის შესახებ;
ზ) სერტიფიცირებული თესლიდან მიღებული მცენარეების შემთხვევაში – თესლის პარტიის ნომრის შესახებ, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარედგინოს სააგენტოს;
თ) ჯიშის/ჰიბრიდის დასახელების, საძირის დასახელებისა ან მისი აღწერის შესახებ;
ი) რაოდენობის შესახებ;
კ) იმპორტის შემთხვევაში, მასალის მწარმოებელი ქვეყნის დასახელების შესახებ. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მასალის თანმხლებ დოკუმენტში;
ლ) მცენარის პასპორტის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მასალას თან ახლავს მცენარის პასპორტი).
6. თუ მასალას თან ახლავს მცენარის პასპორტი, ბიზნესოპერატორს სურვილისამებრ უფლება აქვს აღნიშნული მცენარის პასპორტი თან დაურთოს მასალის თანმხლებ დოკუმენტებს.
მუხლი 5🔗. სააგენტოს უფლებამოსილებები
1. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგიტრირებული ბიზნესოპერატორის აღიარებას მას შემდეგ, რაც ის დარწმუნდება, რომ ბიზნესოპერატორის მიერ გამოყენებული წარმოების მეთოდები, საწარმო/საწარმოები და მის მიერ განხორციელებული საქმიანობა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. თუ ბიზნესოპერატორი გადაწყვეტს საქმიანობის შეცვლას, სააგენტოს მიერ უნდა მოხდეს ბიზნესოპერატორის ელექტრონულ მონაცემთა განახლება.
2. სააგენტომ, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის შემოწმება იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად სრულდება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები.
3. სააგენტომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის და საწარმოს/საწარმოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ სრულდება, სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებს შესაბამის ზომებს.
მუხლი 6🔗. მასალის ბაზარზე განთავსება
1. მასალის ბაზარზე განთავსება შეუძლია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ და აღიარებულ ბიზნესოპერატორს, თუ მის მიერ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი მასალა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მასალაზე, რომელიც განკუთვნილია ცდის, სამეცნიერო-კვლევითი და სელექციური საქმიანობისათვის ან გენეტიკური მრავალფეროვნების შესანარჩუნებელი ღონისძიებებისთვის.
3. მასალის ბაზარზე განთავსება დასაშვებია პარტიებად, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი. მასალას თან უნდა ახლდეს მასალის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
4. საცალო ვაჭრობის განხორციელებისას მასალის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს მხოლოდ მასალის შესახებ შესაბამის ინფორმაციას.
5. მასალა, რომელიც არ არის მითითებული ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ში, არ დაიშვება ბაზარზე განსათავსებლად.
მუხლი 7🔗. მასალის შენახვისადმი დაწესებული მოთხოვნები
1. მასალა ზრდის პროცესში და სადედე მასალისგან მოშორების დროს, უნდა ინახებოდეს ცალკეულ პარტიებად.
2. თუ სხვადასხვა წარმოშობის მასალა ერთადაა შენახული, ან შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, ან მიწოდების დროს შეერევა ერთმანეთს, ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს შემადგენლობის და ცალკეული კომპონენტების წარმომავლობის მონაცემების აღრიცხვა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების დაცვა სააგენტოს მიერ უნდა შემოწმდეს სახელმწიფო კონტროლის გზით.
მუხლი 8🔗. მასალის იმპორტის პირობები
იმპორტირებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. მასალის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პერიოდში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, სააგენტოს მიერ უნდა ჩატარდეს სახელმწიფო კონტროლი ნიმუშის აღების გზით.
2. თუ სახელმწიფო კონტროლის დროს ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ლაბორატორიული გამოკვლევებით და ცდებით გამოვლინდება, რომ მასალა არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის და მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტოს მიერ უნდა გატარდეს სათანადო ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა აიკრძალოს ასეთი მასალის ბაზარზე განთავსება.
3. თუ სახელმწიფო კონტროლის დროს აღმოჩნდება, რომ ბიზნესოპარატორის მიერ ბაზარზე განთავსებული მასალა არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებსა და პირობებს, ბიზნესოპერატორის მიმართ უნდა გატარდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ღონისძიებები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიება უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მასალა დააკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებსა და პირობებს.
5. თუ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო კონტროლის დროს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შეუძლებელია მასალის რეალიზაცია, სააგენტოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები მცენარეთა სიჯანსაღის რისკის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 10🔗. მასალის ნიმუშებზე ჩასატარებელი შედარების ტესტები და ცდები
1. მასალის ნიმუშებზე უნდა ჩატარდეს ცდები, ან სადაც მიზანშეწონილია, ლაბორატორიული გამოკვლევები, რათა შემოწმდეს, რომ მასალა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სახელმწიფო კონტროლის დროს ბაზარზე განთავსებული მასალის ნიმუშების და მცენარეთა სიჯანსაღის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესამისობის შემოწმებისას მიზნით, შესაძლებელია ჩატარდეს ლაბორატორიული გამოკვლევები და ცდები, რომლებიც მოიცავს:
ა) სხვა ქვეყანაში წარმოებულ მასალას;
ბ) ორგანული ფერმერული საქმიანობისთვის გამოსადეგ მასალას;
გ) გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით ბაზარზე განთავსებულ მასალას.
3. ლაბორატორიული გამოკვლევები და ცდები გამოყენებული უნდა იქნეს მასალის კვლევის მეთოდების და იმ პირობების შესამოწმებლად, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს.
დანართი №1
მასალის გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი
№
გვარებისა და სახეობების
ლათინური სახელწოდება
გვარებისა და სახეობების
ქათული სახელწოდება
1
Allium cepa L.:
ა) Cepa Group
ბ) Aggregatum Group
თავიანი ხახვი
საფოჩე ხახვი
მრავალბოლქვიანი ხახვი (შალოტი)
2
Allium fistulosum L.
ჭლაკვი
3
Allium porrum L.
პრასა
4
Allium sativum L.
ნიორი
5
Allium schoenoprasum L.
შნიტი
6
Anthriscus cerefolium (L.) Hoffm.
ჭყიმა
7
Apium graveolens L.
ნიახური
8
Artemisia dracunculus L.
ტარხუნა
9
Asparagus officinalis L.
სატაცური
10
Beta vulgaris L.
ჭარხალი, მათ შორის:
სუფრის ჭარხალი,
ფოთლოვანი ჭარხალი ანუ მანგოლდი
11
Brassica oleracea L.
ფოთლოვანი კომბოსტო
ყვავილოვანი კომბოსტო
ბროკოლი
ბრიუსელის კომბოსტო
სავოიის კომბოსტო
თეთრთავიანი კომბოსტო
წითელთავიანი კომბოსტო
კოლრაბი
12
Brassica napus L. var. rapifera Metzg.
თალგამურა
13
Brassica rapa L.
პეკინის კომბოსტო
ტურნეფსი
14
Capsicum annuum L.
ცხარე წიწაკა ან ტკბილი წიწაკა
15
Chicorium endivia L.
ხუჭუჭფოთლიანი არდი
სწორფოთლიანი არდი
16
Chicorium intybus L.
ვარდკაჭაჭა
ფართოფოთლიანი ვარდკაჭაჭა
ან იტალიური ვარდკაჭაჭა
სამრეწველო ვარდკაჭაჭა
17
Citrullus lanatus (Thunb.) Matsum. et
Nakai
საზამთრო
18
Cochlearia armoracia L.
პირშუშხა
19
Cucumis melo L.
ნესვი
20
Cucumis sativus L.
კიტრი
კორნიშონი
21
Cucurbita maxima Duchesne
გოგრა
22
Cucurbita pepo L.
ყაბაყი
23
Cynara cardunculus L.
არტიშოკი
ესპანური არტიშოკი
24
Daucus carota L.
სტაფილო
საკვები სტაფილო
25
Foeniculum vulgare Mill.
კამა
26
Lactuca sativa L.
სალათა
27
Mentha piperita L.
პიტნა
28
Ocimum basilicum L.
რეჰანი
29
Pastinaca sativa L.
ძირთეთრა
30
Petroselinum crispum (Mill.) Nyman ex
A. W. Hill
ოხრახუში
31
Phaseolus coccineus L.
ალისა ლობიო
32
Phaseolus vulgaris L.
კუტი ფრანგული ლობიო
მაღალმოზარდი ფრანგული ლობიო
33
Pisum sativum L. (partim)
ნაოჭამარცვლიანი ბარდა
მრგვალმარცვლიანი ბარდა
ტკბილი ბარდა
34
Raphanus sativus L.
ბოლოკი
შავი ბოლოკი
35
Rheum rhabarbarum L.
რევანდი
36
Rosmarinus officinalis L.
როზმარინი
37
Satureja hortensis L.
ქონდარი
38
Scorzonera hispanica L
ძირშავა
39
Solanum lycopersicum L.
პომიდორი
40
Solanum melongena L.
ბადრიჯანი
41
Spinacia oleracea L.
ისპანახი
42
Valerianelle locusta (L.) Laterr.
43
Vicia faba L. (partim)
ცერცვი
44
Zea mays L. (partim)
ტკბილი სიმინდი
ბატიბუტის (პოპკორნის) სიმინდი
დანართი №2
მასალის მავნე ორგანიზმების ნუსხა
№
გვარების და სახეობების ლათინური სახელწოდება
სპეციფიკური მავნე ორგანიზმები
1
Allium ascalonicum
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Delia spp.
Ditylenchus dipsaci
Thysanoptera, განსაკუთრებით Thrips tabaci
სოკო:
Botrytis spp.
Peronospora destructor
Sclerotium cepivorum ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:
Onion yellow dwarf virus -ხახვის ყვითელი ჯუჯიანობის ვირუსი
2
Allium cepa L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Delia spp.
Ditylenchus dipsaci
Meloidogyne spp.
Thysanoptera, განსაკუთრებით Thrips tabaci
ბაქტერია:
Pseudomonas spp.
სოკო:
Botrytis spp .
Fusarium oxysporum f. sp . cepae
Peronospora destructor
Sclerotium cepivorum ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, განსაკუთრებით: Onion yellow dwarf virus - ხახვის ყვითელი ჯუჯიანობის ვირუსი
3
Allium fistulosum L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Delia spp .
Ditylenchus dipsaci
Thysanoptera, განსაკუთრებით Thrips tabaci
სოკო:
Sclerotium cepivorum
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა
4
Allium porrum L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Delia spp .
Ditylenchus dipsaci
Thysanoptera
ბაქტერია:
Pseudomonas spp.
სოკო:
Alternaria porri
Fusarium culmorum
Phytophthora porri
Scelerotium cepivorum
ვირუსები და მიკოპლაზმური
ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Leek yellow
stripe virus - პრასის ყვითელი ზოლიანობის ვირუსი
5
Allium sativum L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aceria tulipae
Delia spp .
Ditylenchus dipsaci
Thysanoptera
ბაქტერია:
Pseudomonas fluorescens
სოკო:
Sclerotium cepivorum
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, განსაკუთრებით: Onion yellow dwarf virus ხახვის ყვითელი ჯუჯიანობის ვირუსი
6
Apium graveolens L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Acidia heraclei
Lygus spp.
Psila rosae
Thysanoptera, მაგრამ განსაკუთრებით
Frankliniella occidentalis და Thrips tabaci
ბაქტერია:
Erwinia carotovora subsp. carotovora
Pseudomonas syringae pv. apii
სოკო:
Fusarium oxysporum f. sp. apii
Phoma apiicola
Pythium spp.
Sclerotinia sclerotiorum
Septoria apiicola
ვირუსები და მიკოპლაზმური
ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Celery
mosaic virus - ნიახურის მოზაიკის ვირუსი
და Cucumber green mottle virus -კიტრის
მოზაიკის ვირუსი
7
Asparagus officinalis L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Brachyorynella asparagi
Hypopta caestrum
Platyparea poecyloptera
სოკო:
Fusarium spp.
Rhizoctonia violacea
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა
8
Beta vulgaris L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Pegomyia betae
სოკო:
Phoma betae
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Beet necrotic yellow vein virus -ჭარხლის ჭურჭლების ყვითელი ნეკროზულობის ვირუსი
9
Brassica oleracea L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidae
Aphididae
Heterodera spp.
Lepidoptera, განსაკუთრებით Pieris brassicae
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
ბაქტერია:
Pseudomonas syringae pv. maculicola
Xanthomonas campestris pv. campestris
სოკო:
Alternaria brassicae
Mycosphaerella spp .
Phoma lingam
Plasmodiophora brassicae
Pythium spp.
Rhizoctonia solani
Viruses and virus-like organisms ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Cauliflower mosaic virus - ყვავილოვანი კომბოსტოს მოზაიკის ვირუსი, Tospovirusses - ტოსპოვირუსები და Turnip mosaic virus - ტურნეფსის მოზაიკის ვირუსი
10
Brassica pekinensis
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aphididae
Lepidoptera, განსაკუთრებით Pieris brassicae
ბაქტერია:
Erwinia carotovora
Xanthomonas campestris pv. campestris
სოკო:
Alternaria brassicae
Botrytis cinerea
Mycosphaerella spp .
Phoma lingam
Plasmodiophora brassicae
Sclerotinia spp.
ვირუსები და მიკოპლაზმური
ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:
Tospovirusses - ტოსპოვირუსები
11
Capsicum annuum L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidae
Leptinotarsa decemlineata
Ostrinia nubilalis
Phthorimaea operculella
Tetranychidae
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
სოკო:
Leveillula taurica
Pyrenochaeta lycopersici
Pythium spp.
Phytophthora capsici
Verticillium albo-atrum
Verticillium dahliae ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, განსაკუთრებით: Cucumber mosaic virus - კიტრის მოზაიკის ვირუსი;
Tomato mosaic virus - პომიდვრის მოზაიკის ვირუსი;
Pepper mild mottle virus - წიწაკის რბილი ლაქიანობის ვირუსი
და Tobacco mosaic virus - თამბაქოს მოზაიკის ვირუსი.
12
Chicorium endivia L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aphididae
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
სოკო:
Botrytis cinerea
Erysiphe cichoriacearum
Sclerotinia spp.
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, განსაკუთრებით: Beet western yellow virus -ჭარხლის დასავლური სიყვითლის ვირუსი და Lettuce mosaic virus - სალათას მოზაიკის ვირუსი
13
Chicorium intybus L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aphididae
Napomyza cichorii
Apion assimile
ბაქტერია:
Erwinia carotovora
Erwinia chrysanthemi
Pseudomonas marginalis
სოკო:
Phoma exigua
Phytophthora erythroseptica
Pythium spp.
Sclerothinia sclerotiorum
14
Citrullus lanatus (Thunb.) Matsum.
et Nakai
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი
განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidae
Aphididae
Meloidogyne spp.
Polyphagotarsonemus latus
Tetranychus spp.
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
სოკო:
Colletotrichum lagenarium
ვირუსები და მიკოპლაზმური
ორგანიზმები:
ყველა, განსაკუთრებით: Watermelon mosaic
virus 2 საზამთროს მოზაიკის ვირუსი 2
15
Cucumis melo L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidae
Aphididae
Meloidogyne spp.
Polyphagotarsonemus latus
Tetranychus spp.
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
ბაქტერია:
Pseudomonas syringae pv. lachrymans
სოკო:
Colletotrichum lagenarium
Fusarium spp.
Pythium spp.
Sphaerotheca fuliginea
Verticillium spp.
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:
Cucumber green mottle virus - კიტრის მწვანე მოზაიკის ვირუსი,
Cucumber mosaic virus - კიტრის მოზაიკის ვირუსი და Squash mosaic virus - გოგრის (ან გოგროვანთა) მოზაიკის ვირუსი.
16
Cucumis sativus L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidae
Aphididae
Delia platura
Meloidogyne spp.
Polyphagotarsonemus latus
Tetranychus spp.
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
ბაქტერია:
Pseudomonas syringae pv. lachrymans
სოკო:
Fusarium spp.
Phytophthora spp.
Pseudoperonospora cubensis
Pythium spp.
Rhizoctonia spp.
Sphaerotheca fuliginea
Verticillium spp.
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა
17
Cucurbita maxima Duchesne
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidade
Aphididae
Meloidogyne spp .
Polyphagotarsonemus latus
Tetranychus spp .
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella
occidentalis
ვირუსები და მიკოპლაზმური
ორგანიზმები:
ყველა
18
Cucurbita pepo L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidae
Aphididae
Meloidogyne spp.
Polyphagotarsonemus latus
Tetranychus spp .
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
ბაქტერია:
Pseudomonas syringae pv. lachrymans
სოკო:
Fusarium spp.
Sphaerotheca fuliginea
Verticillium spp.
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:
Cucumber mosaic virus - კიტრის მოზაიკის ვირუსი;
Squash mosaic virus -გოგრის (ან გოგროვანთა) მოზაიკის ვირუსი; Zucchini yellow mosaic virus - ყაბაყის ყვითელი მოზაიკის ვირუსი და Tospoviruses - ტოსპოვირუსები
19
Cynara cardunculus L. და
Cynara scolymus L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი
განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidae
Aphididae
Thysanoptera
სოკო:
Bremia lactucae
Leveillula taurica f. sp . cynara
Pythium spp.
Rhizoctonia solani
Sclerotium rolfsii
Sclerotinia sclerotiorum
Verticillium dahliae ვირუსები და ვირუსისმაგვარი ორგანიზმები:
ყველა
20
Foeniculum vulgare Mill.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidae
Aphididae
Thysanoptera
ბაქტერია:
Erwinia carotovora subsp. carotovora
Pseudomonas marginalis pv. marginalis
სოკო:
Cercospora foeniculi
Phytophthora syringae
Sclerotinia spp.
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
Celery mosaic virus - ნიახურის მოზაიკის ვირუსი
21
Lactuca sativa L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aphididae
Meloidogyne spp.
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
სოკო:
Botrytis cinerea
Bremia lactucae
Pythium spp.
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები: Lettuce big vein - სალათის ძარღვის ვირუსი, Lettuce mosaic virus – სალათის მოზაიკის ვირუსი, და Lettuce ring necrosis – სალათის რგოლური ნეკროზი
22
Lycopersicon licopersicum L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aphididae
Aleyrodidae
Hauptidia maroccana
Meloidogyne spp .
Tetranychus spp.
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
Vasates lycopersici
ბაქტერია:
Pseudomonas syringae pv. tomato
სოკო:
Alternaria solani
Cladosporium fulvum
Colletotrichum coccoides
Didymella lycopersici
Fusarium oxysporum
Leveillula taurica
Phytophthora nicotianae
Pyrenochaeta lycopersici
Pythium spp.
Rhizoctonia solani
Slerotinia sclerotiorum
Verticillium spp .
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Cucumber mosaic virus - კიტრის მოზაიკის ვირუსი;
Potato virus X - კარტოფილის X ვირუსი; Potato virus Y - კარტოფილის Y ვირუსი; Tobacco mosaic virus - თამბაქოს მოზაიკის ვირუსი; Tomato mosaic virus - პომიდვრის მოზაიკის ვირუსი და Tomato yellow leaf curl virus - პომიდვრის ფოთლის ყვითელი დახვევის ვირუსი.
23
Rheum spp.
ბაქტერია:
Agrobacterium tumefaciens
Erwinia rhapontici
სოკო:
Armillariella mellea
Verticillium spp.
ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Arabis mosaic virus - არაბულას მოზაიკის ვირუსი და Turnip mosaic virus – ტურნეფსის მოზაიკის ვირუსი.
24
Solanum melongena L.
მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:
Aleyrodidae
Aphididae
Hemitarsonemus latus
Leptinotarsa decemlineata
Meloidogyne spp.
Tetranychidae
Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
სოკო:
Fusarium spp.
Leveillula taurica f. sp . cynara
Rhizoctonia solani
Pythium spp.
Sclerotinia sclerotiorum
Verticillium spp.
ვირუსები და მიკოპლაზმური
ორგანიზმები:
ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:
Cucumber mosaic virus - კიტრის მოზაიკის
ვირუსი; Eggplant mosaic virus - ბადრიჯნის
მოზაიკის ვირუსი; Potato virus Y -
კარტოფილის Y ვირუსი და Tobacco mosaic
virus - თამბაქოს მოზაიკის ვირუსი.