ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.021752
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №44

2020 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების  პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების  პირობები (შემდგომში − წესი) არეგულირებს ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის (შემდგომში − თესლი) ბაზარზე განთავსებისათვის განსაზღვრულ საკითხებს მცენარეთა სიჯანსაღისადმი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

2. ამ წესის მიზანია ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი თესლისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენა.

3. ეს წესი ვრცელდება ადგილობრივ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ  თესლზე.

4. ეს წესი არ ვრცელდება ექსპორტისთვის განკუთვნილ  თესლზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბაზარზე განთავსება − კომერციული მიზნებისათვის თესლის მიწოდება, გაყიდვის მიზნით განთავსება და გასაყიდად შეთავაზება ან გადაცემის სხვა ფორმები, გარდა მიწოდების ისეთი ფორმებისა, როგორიც არის კონტროლის ორგანოებისთვის გადაცემა, დამუშავების ან შეფუთვის მომსახურებების მიმწოდებლებისთვის გადაცემა;

ბ) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურა„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს №411 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული ბოსტნეული და ბაღჩეული  მცენარეების  სახეობები, რომლებიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო ან მებაღეობის, მაგრამ არა დეკორატიული გამოყენების მიზნით  წარმოებისთვის;

გ) ჰიბრიდი −  სელექციონერის მიერ გენეტიკურად განსხვავებული მშობელი ფორმების მცენარეთა შეჯვარების შედეგად მიღებული პირველი თაობა.

2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სფეროს მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისადმი

1. ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურათა თესლი კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:

ა) „წინასაბაზისო თესლი“ – „საბაზისო თესლის“ წინა თაობის თესლი,  რომელიც დამზადებულია  სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით ჯიშის შენარჩუნებისათვის საჭირო საწყისი მასალისგან, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლისადმი“ ამ წესის „მინიმალური საიზოლაციო მანძილები სათესლე ნაკვეთებისათვის არასასურველი გადამმტვერავის წყაროდან“ − დანართ №1-ითა და „ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესლის თესვითი ხარისხის მაჩვენებლები“ − დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) „საბაზისო თესლი“ − თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით, განკუთვნილია „სერტიფიცირებული თესლის“ მისაღებად, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ითა  და დანართ №2-ით დადგენილ  მოთხოვნებს;

 გ) „სერტიფიცირებული თესლი“ − თესლი, რომელიც დამზადებულია „საბაზისო თესლის“ ან სელექციონერის/შემნარჩუნებლის მოთხოვნის შემთხვევაში „საბაზისო თესლის“ წინა თაობების თესლის გამრავლებით, განკუთვნილია ბოსტნეულის წარმოებისათვის, აკმაყოფილებს  „სერტიფიცირებული თესლის“ მიმართ ამ წესის  დანართ №1-ითა  და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) სტანდარტული თესლი“ − თესლი, რომელიც  დეკლარირებულია მწარმოებლის მიერ, როგორც ჯიშობრივი სიწმინდისა და იდენტურობის დადგენილ ნორმებთან შესაბამისი, განკუთვნილია ბოსტნეულისა და ბაღჩეულის წარმოებისათვის, აკმაყოფილებს სტანდარტული თესლისადმი ამ წესის დანართ №1-ითა და დანართ №2-ით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ბოსტნეული და ბაღჩეული მცენარის სათესლე ნაკვეთებისათვის საიზოლაციო მანძილები უნდა იყოს ამ წესის დანართი №1-ის − „მინიმალური საიზოლაციო მანძილები სათესლე ნაკვეთებისათვის არასასურველი გადამმტვერავის წყაროდან“ − შესაბამისად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი არასასურველი ურთიერთდამტვერვა. სათესლე ნაკვეთებში უნდა ჩატარდეს სულ მცირე ერთი საველე ინსპექტირება.

მუხლი 4პირობები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს თესლმა ბაზარზე განთავსებისას

1. თესლი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, თუ ის  სერტიფიცირებულია როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული  თესლი“, ან არის „სტანდარტული  თესლი“, ხოლო სამრეწველო ვარდკაჭაჭის შემთხვევაში, უნდა იყოს სერტიფიცირებული როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი“.

2. ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება ერთისა და იმავე სახეობის „სტანდარტული თესლი“, მცირე ზომის ტარით და ადგილობრივი ჯიშების ერთისა და იმავე ან სხვადასხვა სახეობის თესლის ნარევები. მათი შემადგენელი კომპონენტები უნდა იყოს სერტიფიცირებული. კომპონენტების დასახელებები და ნარევში მათი წონითი თანაფარდობა უნდა მიეთითოს  ეტიკეტზე. 

3. სათესლე ნაკვეთები და სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი თესლი თავისუფალი უნდა იყოს  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის  №463 დადგენილებაში  მითითებული მავნე ორგანიზმებისაგან.

4. თესლის თესვითი ხარისხის მაჩვენებლები  უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართ №2-ში − „ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესლის თესვითი ხარისხის მაჩვენებლები“ მითითებულ პირობებს.

5.  თესლის დამატებითი მოთხოვნებია:

ა) პარკოსნების თესლი არ უნდა იქნეს დაბინძურებული შემდეგი ცოცხალი მავნე ორგანიზმებით:

ა.ა) Acanthoscelides obtectus Sag;

ა.ბ) Bruchus affinis Froel;

ა.გ) Bruchus atomarius L;

ა.დ) Bruchus pisorum L;

ა.ე) Bruchus rufimanus Boh;

ბ) თესლი არ უნდა იქნეს დაბინძურებული ცოცხალი ტკიპებით (Acarina);

გ) თუ დანართ №2-ში  მითითებული სიმინდის  (Zea mays − ტკბილი სიმინდი, ბატიბუტის სიმინდი) ჯიშების სუფთა თესლის  მინიმალური აღმოცენების უნარი შემცირდა 80%-მდე, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:  „მინიმალური აღმოცენების უნარი 80%“.

6. „საბაზისო თესლი“, „სერტიფიცირებული  თესლი“ და „სტანდარტული თესლი“ ბაზარზე უნდა განთავსდეს ერთგვაროვანი თესლის პარტიებად.

7. სერტიფიცირებისთვის განკუთვნილი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურის თესლის შემოწმებისა და  საკონტროლო გამოცდისთვის, თესლის პარტიის მაქსიმალური წონა და თესლის ნიმუშის მინიმალური წონა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართ №3-ით − „თესლის პარტიის მაქსიმალური წონა და თესლის ნიმუშის მინიმალური წონა“ − განსაზღვრულ პირობებს.

8.  იმ შემთხვევაში, თუ სათესლე ნაკვეთმა გაიარა საველე ინსპექტირება და ამ შემოწმებამ აჩვენა, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ასეთი ნაკვეთიდან აღებული თესლი შეიძლება იქნეს სერტიფიცირებული და განთავსდეს ბაზარზე, როგორც „არასრულად სერტიფიცირებული თესლი“. 

მუხლი 5. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების „სტანდარტული თესლის“ მწარმოებლის ვალდებულებები

1. ბოსტნეული და ბაღჩეული მცენარეების „სტანდარტული თესლის“ მწარმოებელი ვალდებულია:

ა) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში გააკეთოს განაცხადი მისი საქმიანობის დაწყებისა და დასრულების თაობაზე, თარიღების მითითებით;

ბ) არანაკლებ სამი წლის განმავლობაში აწარმოოს ჩანაწერები „სტანდარტული თესლის“ ყველა პარტიის თაობაზე, რომელიც  მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება სერტიფიცირების ორგანოსათვის;

გ) იმ ჯიშების საკონტროლო ნიმუშები, რომელთა შენარჩუნება აღარ არის საჭირო,  გახადოს ხელმისაწვდომი ორი წლის  განმავლობაში;

დ) მიიღოს ნიმუშები თითოეული ლოტიდან, რომელიც გამიზნულია  მარკეტინგისთვის და  ხელმისაწვდომი გახადონ ისინი არანაკლებ  ორი წლის განმავლობაში.     

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირობები უნდა დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელებულ კონტროლს.

3. ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურათა ჯიშების შენარჩუნების სისწორე მოწმდება ჯიშზე პასუხისმგებელი პირის (სელექციონერი/შემნარჩუნებელი) მიერ ჯიშის შესახებ წარმოებული ჩანაწერების მეშვეობით, რომლის შემოწმება ნებისმიერ დროს უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ორგანოს მიერ. ჩანაწერები უნდა მოიცავდეს ყველა კატეგორიის თესლის წარმოების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას „საბაზისო თესლის“ წინა თაობების შესახებ.

4. გენეალოგიური კომპონენტების შემოწმების შედეგებისა და გენეალოგიური კომპონენტების აღწერა ჩაითვლება კონფიდენციალურად, თუკი ამას მოითხოვს ჯიშის გამომყვანი.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

 თესლის ბაზარზე განთავსებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

დანართი №1

მინიმალური საიზოლაციო მანძილები სათესლე ნაკვეთებისათვის არასასურველი გადამმტვერავის წყაროდან

იმავე ქვესახეობის სხვა ჯგუფის ჯიშის დამტვერვის წყაროსგან:

 

  • საბაზისო თესლისთვის
  •  

  • სერტიფიცირებული თესლისთვის
  • იმავე ქვესახეობის იმავე ჯგუფის ჯიშის დამტვერვის წყაროსგან:

     

  • საბაზისო თესლისთვის
  •  

  • სერტიფიცირებული თესლისთვის
  •  

    უცხო გადამტვერვის წყაროდან, რომელიც აუარესებს Brassica-ს სახეობის ჯიშებს:

     

  • საბაზისო თესლისთვის
  •  

  • სერტიფიცირებული თესლისთვის
  •  

     

    Brassica-ს სახეობის ჯიშებთან შეჯვარების უნარის მქონე, უცხო გადამტვერვის წყაროდან:

     

  • საბაზისო თესლისთვის
  •  

  • სერტიფიცირებული თესლისთვის
  •  

     

    სამრეწველო ვარდკაჭაჭას სხვა ჯიშებიდან:

  • საბაზისო თესლისთვის
  •  

  • სერტიფიცირებული თესლისთვის
  • უცხო წარმოშობის დამტვერვის წყაროდან, რომელიც ჯვარედინი დამტვერვის გამო იწვევს სხვა სახეობათა ჯიშების სერიოზულ გაუარესებას:

     

  • საბაზისო თესლისთვის
  • სერტიფიცირებული თესლისთვის
  • უცხო წარმოშობის დამტვერვის წყაროდან, რომელიც ჯვარედინი დამტვერვის შედეგად ეჯვარება სხვა სახეობების ჯიშებს:

     

  • საბაზისო თესლისთვის
  •  

  • სერტიფიცირებული თესლისთვის
  • 1

    Beta vulgaris

    ვარი Beta -ს ნებისმიერი დამტვერვის წყაროდან, რომელიც ქვემოთ არ არის მითითებული

    1000

     

     

     

    1000

     

    600

     

    600

     

    300

    2

    Brassica -ს სახეობები

    1000

     

    600

     

    500

     

    300

    3

     

     

     

     

    სამრეწველო ვარდკაჭაჭა

     

     

     

     

    იმავე გვარის სხვა სახეობებიდან ან ქვესახეობებიდან

    1000

     

    600

     

    300

    4

    სხვა სახეობები

     

     

     

     

    500

    300

     

     

    300

     

    100

    შენიშვნა: ეს მანძილები შეიძლება იქნეს გადახედილი თუ არსებობს საკმარისი ბარიერი არასასურველი გადამტვერვის წყაროსადმი. ბარიერად ითვლება ტყის ზოლი, მზესუმზირის, სორგოს, სიმინდის და სხვა მაღალმოზარდი კულტურების ზოლი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ქარით და მწერებით არასასურველ გადამტვერვას.

     

    დანართი №2

    ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესლის თესვითი ხარისხის მაჩვენებლები

    კულტურა

    სახეობის ლათინური დასახელება

    მინიმალური ანალიზური სიწმინდე

    (% წონის მიხედვით)

    მცენარეთა სხვა სახეობის თესლის მაქსიმალური შემცველობა

    (% წონის მიხედვით)

    მინიმალური აღმოცენების უნარი

    (%)

    ხახვი

    Allium cepa L.

     

    97

    0,5

    70

    ჭლაკვი

     

    Allium fistulosum L

    97

    0,5

    65

    პრასა

     

    Allium porrum L.

    97

    0,5

    65

    სატაცური

    Asparagus officinalis L.

    96

    0,5

    70

    ჭარხალი:

    სუფრის ჭარხალი

    Beta vulgaris L.

    97

    0,5

    50 (კლასტერი)

    სუფრის ჭარხლის გარდა

     

    97

    0,5

    70 (კლასტერი)

    ყვავილოვანი კომბოსტო

     

    Brassica oleracea L. convar. botrytis (L.) Alef. var. botrytis

    97

    1

    70

    ყვავილოვანი კომბოსტოს გარდა

    Brassica oleracea L.

    97

    1

    75

    ტურნეფსი

    Brassica rapa L. var. rapa (L.) Thell.;

     

    97

    1

    80

    წიწაკა

    Capsicum annuum L.

    97

    0,5

    65

    (ვარდკაჭაჭა, ფართოფოთლიანი ვარდკაჭაჭა (იტალიური ვარდკაჭაჭა)

    Cichorium intybus L.

    95

    1,5

    65

    (სამრეწველო ვარდკაჭაჭა)

    Cichorium intybus L.

    97

    1

    80

    საზამთრო სუფრის

    Citrullus lanatus (Thunb.) Matsum. et Nakai

    98

    0,1

    75

    ნესვი

    Cucumis melo L.

    98

    0,1

    75

    კიტრი

    Cucumis sativus L.

    98

    0,1

    80

    გოგრა მსხვილნაყოფა

    Cucurbita maxima Duchesne

    98

    0,1

    80

    ყაბაყი

    გოგრა ჩვეულებრივი

    Cucurbita pepo L.

    98

    0,1

    75

    არტიშოკი

    Cynara cardunculus L.

    96

    0,1

    65

    სტაფილო სუფრის და საკვები
     

    Daucus carota L.

    95

    1

    65

    დიდი კამა

    Foeniculum vulgare Mill

    96

    1

    70

    კამა

    Anethum graveolens L.

    96

    1

    70

    სალათა

    Lactuca sativa L.

    95

    0,5

    75

    პომიდორი

    Solanum lycopersicum L.

    97

    0,5

    75

    ოხრახუში

    Petroselinum crispum (Mill.) Nyman ex A. W. Hill

    97

    1

    65

    ნიახური

    Apium graveolens L.

    97

    1

    70

    ლობიო ჩვეულებრივი, საბოსტნე

    Phaseolus vulgaris L.

    98

    0,1

    75

    ბარდა
     

    Pisum sativum L.

    98

    0,1

    80

    ბოლოკი

    Raphanus sativus L. var. sativus

    97

    1

    70

    შავი ბოლოკი

    Raphanus sativus L. var. niger (Mill.) S. Kerner

    97

    1

    70

    ბადრიჯანი

    Solanum melongena L.

    96

    0,5

    65

    ისპანახი

    Spinacia oleracea L.

    97

    1

    75

    ცერცვი საბოსტნე

    Vicia faba L

    98

    0,1

    80

    სიმინდი (საბოსტნე)

    Zea mays L. Koern.

    98

    0,1

    85

     

    დანართი №3

    თესლის პარტიის მაქსიმალური წონა და თესლის ნიმუშის მინიმალური წონა

     

      თესლის პარტიის მაქსიმალური წონა

    თესლი

    პარტიის მაქსიმალური წონა

    ტ-ში

    1.

     

    Phaseolus coccineus, Phaseolus vulgaris, Pisum sativum და Vicia faba

    30

    2.

    ხორბლის მარცვალზე არანაკლები ზომის თესლები გარდა Phaseolus coccineus, Phaseolus vulgaris, Pisum sativum და Vicia faba-ს თესლებისა

    20

    3.

    ხორბლის მარცვალზე ნაკლები ზომის თესლები

    10

    4.

    ჭარხალი

    20

    პარტიის წონა 5%-ზე მეტად არ უნდა აღემატებოდეს ამ წესით დადგენილ მაქსიმალურ წონას

      თესლის ნიმუშის მინიმალური წონა

    სახეობები

    წონა

    გ-ში

    1.

    Allium cepa

    25

    2.

    Allium fistulosum

    15

    3.

    Allium porrum

    20

    4.

    Allium sativum

    20

    5.

    Allium schoenoprasum

    15

    6.

    Anthricus cerefolium

    20

    7.

    Apium graveolens

    5

    8.

    Asparagus officinalis

    100

    9.

    Beta vulgaris

    100

     

    10.

                                               Brassica oleracea

    25

    11.

    Brassica rapa

    20

    12.

    Capsicum annuum

    40

    13.

    Cichorium intybus (partim) (Witloof chicory large-leaved chicory (Italian chicory))

    15

    14.

    Cichorium intybus (partim) (industrial chicory)

    50

    15.

    Cichorium endivia

    15

    16.

    Citrullus lanatus

    250

    17.

    Cucumis melo

    100

    18.

    Cucumis sativus

    25

    19.

    Cucurbita maxima

    250

    20.

    Cucurbita pepo

    150

    21.

    Cynara cardunculus

    50

    22.

    Daucus carota

    10

    23.

                                              Foeniculum vulgare

    25

    24.

    Lactuca sativa

    10

    25.

    Solanum lycopersicum L.

    20

    26.

    Petroselinum crispum

    10

    27.

    Phaseolus coccineus

    1000

    28.

    Phaseolus vulgaris

    700

    29.

    Pisum sativum

    500

    30.

                                                Raphanus sativus

    50

    31.

    Rheum rhabarbarum

    135

    32.

    Scorzonera hispanica

    30

    33.

    Solanum melongena

    20

    34.

    Spinacia oleracea

    75

    35.

    Valerianella locusta

    20

    36.

    Vicia faba

    1000

    37.

    Zea mays

    1000

    შენიშვნა: ზემოაღნიშნული სახეობების პირველი თაობის F-1 ჰიბრიდების (F-1) ნიმუშების მინიმალური წონა შესაძლებელია შემცირდეს მითითებული წონის მეოთხედამდე. ნიმუშის წონა უნდა იყოს არანაკლებ 5 გ. და შედგებოდეს 400 თესლისგან.