შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №37 |
|
2020 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს შაქრის ჭარხლის და ცხოველის საკვები ჭარხლის თესლის (შემდგომში – თესლი) ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 2. ამ წესის მიზანია ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი თესლისათვის შესაბამისი პირობების დადგენა. 3. ეს წესი ვრცელდება ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ თესლზე. 4. ეს წესი არ ვრცელდება ექსპორტისთვის განკუთვნილ თესლზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჭარხალი – „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს №411 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული Beta vulgaris L. სახეობის შაქრისა და საკვები ჭარხლის მცენარეები; ბ) ერთღივიანი თესლი – გენეტიკურად ერთჩანასახიანი თესლი; გ) პრეცეზიული თესლი – თესლი, რომელიც გამოიყენება პუნქტრული თესვისათვის და რომელიც იძლევა თითო აღმონაცენს; დ) ბაზარზე განთავსება – კომერციული მიზნებისათვის თესლის მიწოდება, გაყიდვის მიზნით განთავსება და გასაყიდად შეთავაზება ან გადაცემის სხვა ფორმები, გარდა მიწოდების ისეთი ფორმებისა, როგორიც არის კონტროლის ორგანოებისთვის გადაცემა, დამუშავების ან შეფუთვის მომსახურებების მიმწოდებლებისთვის გადაცემა; ე) „წინასაბაზისო თესლი“ – საბაზისო თესლის წინა თაობის თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით, ჯიშის შენარჩუნებისათვის საჭირო საწყისი მასალიდან; აკმაყოფილებს საბაზისო თესლისადმი ამ წესის „მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათესლე ნაკვეთი“ – დანართ №1-ით დადგენილ მოთხოვნებს; ვ) „საბაზისო თესლი“ – თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით, განკუთვნილია „სერტიფიცირებული თესლის“ მისაღებად, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ დადგენილ მოთხოვნებს; ზ) „სერტიფიცირებული თესლი“ – თესლი, რომელიც დამზადებულია „საბაზისო თესლის“ გამრავლებით, განკუთვნილია შაქრისა და საკვები ჭარხლის წარმოებისათვის, აკმაყოფილებს „სერტიფიცირებული თესლის“ მიმართ ამ წესის დანართ №1-ით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
მუხლი 3. თესლის ბაზარზე განთავსების პირობები
1. ბაზარზე შეიძლება განთავსდეს თესლი რომელიც კლასიფიცირდება, შემდეგ კატეგორიებად: ა) „წინასაბაზისო თესლი“; ბ) „საბაზისო თესლი“; გ) „სერტიფიცირებული თესლი“. 2. „წინასაბაზისო თესლამდე“ გამოყვანილი თესლი და გადამუშავებისთვის განკუთვნილი თესლი დასაშვებია განთავსდეს ბაზარზე, თუ მისი იდენტურობა დადგენილია. სერტიფიცირების ორგანოს მიერ უნდა შემოწმდეს საბაზისო თესლის სერტიფიცირებისადმი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისობა. 3. ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება თესლის ნარევები. მათი შემადგენელი კომპონენტები უნდა იყოს სერტიფიცირებული. კომპონენტების დასახელებები და ნარევში მათი წონითი თანაფარდობა უნდა მიეთითოს ეტიკეტზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ სათესლე ნაკვეთმა გაიარა საველე ინსპექტირება და ამ შემოწმებამ აჩვენა, რომ თესლი აკმაყოფილებს ამ წესის დანართ №1-ის ნაწილი I-ით დადგენილ მოთხოვნებს, ის შეიძლება, იქნეს სერტიფიცირებული და განთავსდეს ბაზარზე, როგორც არასრულად სერტიფიცირებული თესლი. 5. თესლის პარტიის მაქსიმალური წონა უნდა იყოს 20 ტონა, ნიმუშის მინიმალური წონა უნდა იყოს 500 გრამი, პარტიის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.
მუხლი 4. სახელმწიფო კონტროლი
თესლის ბაზარზე განთავსებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი №1 ნაწილი I
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათესლე ნაკვეთი 1. წინამორბედი კულტურა არ უნდა იყოს შეუსაბამო Beta vulgaris -ის სათესლე ნაკვეთებისათვის, სათესლე ნაკვეთი არ უნდა იყოს დასარევლიანებული წინამორბედი კულტურების მცენარეებით. 2. თესლის მწარმოებელმა უნდა წარუდგინოს სერტიფიცირების ორგანოს მოცემული ჯიშის თესლის გამრავლების ყველა საფეხური შესამოწმებლად. 3. სათესლე ნაკვეთებისათვის მინიმალური საიზოლაციო მანძილები არასასურველი გადამტვერავი წყაროდან უნდა იყოს:
შენიშვნა: ეს მანძილები შეიძლება შეიცვალოს, თუ არსებობს საკმარისი ბარიერი არასასურველი გადამტვერვის წყაროსადმი. საიზოლაციო მანძილი არ არის საჭირო სათესლე ნაკვეთებს შორის, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე დამამტვერიანებელი. 4. საჰიბრიდიზაციო სათესლე ნაკვეთების დედა და მამა მშობელი კომპონენტების პლოიდურობა განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბერის №2-1038 ბრძანებით დადგენილი გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების მიხედვით. თუ პლოიდურობა უცნობია, მაშინ საიზოლაციო მანძილი განისაზღვრება 600 მ.-ით. 5. სერტიფიცირებული თესლის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სულ მცირე ერთი საველე ინსპექტირება, ხოლო საბაზისო თესლის შემთხვევაში, სულ მცირე ორი საველე ინსპექტირება, ერთი ჩითილებთან და ერთი სათესლე მცენარეებთან დაკავშირებით. ნაწილი II
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თესლი 1. სათესლე ნაკვეთები და სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი თესლი თავისუფალი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებაში მითითებული მავნე ორგანიზმებისაგან. 2. ჭარხლის თესლი: ა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: | |||||||||||||||||||||||
|
|
მინიმალური ანალიზური სიწმინდე (% წონის მიხედვით) |
მინიმალური აღმოცენების უნარი (კლასტერების ან წმინდა თესლის %)(1) |
მაქსიმალური ტენიანობა (% წონის მიხედვით) (1) |
97 97 97 97 |
80 75 73 68 |
15 15 15 15 |
97
97 |
73
68 |
15
15 |