სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2.
კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. სს „სილქ როუდ ბანკის“ საწესდებო კაპიტალის გაზრდის და ახალი აქციების გამოშვება-განთავსების შესახებ;
2. სს „სილქ როუდ ბანკის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ;
3. სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ;
4. აქციონერთა კრებაზე აქციონერების მიერ წამოყენებული სხვა საკითხების განხილვის შესახებ.
სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2018 წლის 14 ნოემბერი.
აქციონერთა კრებაზე თქვენი მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად შეგიძლიათ 2018 წლის 17 დეკემბრამდე მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2 (გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა). შესაძლებელია წამომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.