ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის N10-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მიხეილ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27 66
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2018
matsne.gov.ge 258 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს მე-6 ქუჩისათვის და ამ ქუჩის შესახვევებისა და ჩიხებისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული დავით დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 10.04.2019 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N1 ქუჩისთვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 17.04.2024 ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდრის №3 და №4 ქუჩებისათვის 2011 წელს ავღანეთში გმირულად დაღუპული სერჟანტ რეზო ბერიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 12.06.2019 ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 14.07.2021 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N12 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 17.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის N10-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მიხეილ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება №27 66 2018 წლის 21 ნოემბერი ქ. ვანი  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №10 ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მიხეილ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა, ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №12 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა მუქედის №10 ქუჩას და ამავე ქუჩის პირველ ჩიხს მიენიჭოს 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მიხეილ დვალიშვილის სახელი (რუკა თან ერთვის). 2.  ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან. 6 .განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (ქ. სამტრედია, ძმების ნინუების ქ.№1). საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ალექსანდრე ლილუაშვილი