ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს მე-6 ქუჩისათვის და ამ ქუჩის შესახვევებისა და ჩიხებისათვის 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული დავით დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №2713 |
|
2019 წლის 10 აპრილი ქ. ვანი |
1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოს მე-6 ქუჩას და ამ ქუჩის შესახვევებსა და ჩიხებს მიენიჭოს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული დავით დვალიშვილის სახელი (რუკა თან ერთვის).
2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.
4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმების ნინუების ქუჩა №1).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი