ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საპრასიაში არსებულ N5, N6 და N9 ქუჩის ნაწილისთვის თავისი ჩიხებით 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ცხინვალში გმირულად დაღუპული შოთა ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება: გ-65. 65232583 |
|
2023 წლის 15 სექტემბერი ქ. ვანი |
1. მოხდეს ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საპრასიის №5, №6 ქუჩებისა და №9 ქუჩის ნაწილის სახელდება თანდართული რუკის შესაბამისად (დანართი №1) და მას მიენიჭოს 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ცხინვალში გმირულად დაღუპული შოთა ხურციძის სახელი.
2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.
4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი