ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზედა მუქედის №1 და №4 ქუჩების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულება №გ-65.65212162 |
|
2021 წლის 4 აგვისტო ქ. ვანი |
1. მოხდეს ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზედა მუქედის №1 და №4 ქუჩების სახელდება თანდართული რუკის შესაბამისად (დანართი №1). კერძოდ:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის მიხეილ დვალიშვილის ქუჩა გაგრძელდეს და №4 ქუჩას, ასევე, მიენიჭოს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მიხეილ დვალიშვილის სახელი;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №4 ქუჩის პირველ ჩიხს ეწოდოს „მიხეილ დვალიშვილის ქუჩის მეორე ჩიხი“;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №4 ქუჩის მეორე ჩიხს ეწოდოს „მიხეილ დვალიშვილის ქუჩის მესამე ჩიხი“.
დ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №1 ქუჩას ეწოდოს „მიხეილ დვალიშვილის ქუჩის პირველი შესახვევი“, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №1 ქუჩის I ჩიხი გაუქმდეს.
2. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნის სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის.
3. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით,
5. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი.