2019 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 21.01.2019
ძალაში შესვლა 01.01.2019
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №375
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016875
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- 2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2021
დოკუმენტის ტექსტი
2019 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№375
2019 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
2019 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
2019 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები − რაოდენობა 20 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
გ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 7 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
დ) „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 2 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
ე) „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 10 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 300 ლარით;
ვ) „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 15 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით;
ზ) „საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 10 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით;
თ) „აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით;
ი) „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ − რაოდენობა 1 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით;
კ) „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) − რაოდენობა 8 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარით;
ლ) „იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 100 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
მ) „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით.
2.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი