აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.11.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77<sup>1</sup> და77<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77<sup>1</sup> 77<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №69
2018 წლის 30 ნოემბერი
ქ. ბათუმი
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 313-ე მუხლის მე-17 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე
დანართი
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს, უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას.
2. ამ წესის მიზანია, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის (შემდგომში – ხმაური) დონის გაზომვისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.
მუხლი 2🔗
1. უფლებამოსილი პირი საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონის გაზომვას ახორციელებს ხმაურმზომის მეშვეობით. ხმაურის დონის გაზომვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლოატაციის ინსტრუქციას.
2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლის და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში (შემდგომში – შენობა) თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1 მ-სა და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ-ის დაცილებით, იატაკიდან 1,2-1,5 მ-ის სიმაღლეზე.
3. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება შენობას, გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ-ის დაცილებით, მიწიდან 1,2-1,5 მ-ის სიმაღლეზე.
4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისაგან არანაკლებ 0,5 მ-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ.
5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა.
6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით:
ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წმ-ის განმავლობაში არ იქნება 0,5 დბ A-ზე ნაკლები;
ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში, გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წმ-ის განმავლობაში.
7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა.
8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა).
მუხლი 3🔗
1. ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებელია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონე აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას.
2. თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვის და ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება.
მუხლი 4🔗
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისას უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.