„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 - №230 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№365
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016865
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება  №365 –  №136

2018 წლის 13 დეკემბერი

2018 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 – №230 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 – №230 ერთობლივი ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 03.05.2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016643) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 2

2019 წლის 1 ივნისამდე ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ წესში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, რათა დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები, გარდა ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისა. 

მუხლი 3

2019 წლის 1 ივნისამდე, ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებამდე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მისაღებად დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, გარდა ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით, ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია