„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 - №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №45/№414 |
|
2019 წლის 30 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 – №230 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.05.2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016643) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 2020 წლის 1 ივნისამდე, ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ წესში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, რათა დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები, გარდა ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისა. მუხლი 3 2020 წლის 1 ივნისამდე, ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებამდე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მისაღებად დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, გარდა ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით, ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|