ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2018
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეზვრიანთკარში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის, შესახვევებისა და ჩიხებისთვის სახელის მინიჭების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მეორე ქუჩისათვის ირის ქუჩის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ჰერეთის ქუჩის (ცენტრალური ქუჩა) მეოთხე შესახვევისათვის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №40
2018 წლის 21 ნოემბერი
ქ. დუშეთი
ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევის სტატუსის შეცვლისა და სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ მე-7 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ დუშეთში, ქეთევან წამებულის ქუჩის მეორე შესახვევს შეეცვალოს სტატუსი, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად და მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის – ოთარ ბურდულის სახელი.
2. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ –სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნებულ იქნეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამრთი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი