საპენსიო აქტივების მართვის მიზნით დამატებითი მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №257/04
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016355
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2018
matsne.gov.ge 2,162 სიტყვა · ~11 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დაგროვებითი საპენსიო სქემა (საპენსიო სქემა)
კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემა
მუხლი 2
საპენსიო სააგენტო
კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის
მუხლი 2
განვითარებული ქვეყანა
„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყანა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ საქართველოს კანონი 94% 28.06.2023 საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 94% 31.10.2017 საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმების, კომპენსაციისა და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 94% 26.12.2024 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონი 92% 21.07.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 28.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

საპენსიო აქტივების მართვის მიზნით დამატებითი მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №257/04 2018 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი საპენსიო აქტივების მართვის მიზნით დამატებითი მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 52 ​3 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საპენსიო აქტივების მართვის მიზნით  დამატებითი მოთხოვნების შესახებ წესი თანდართულ დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე საპენსიო აქტივების მართვის მიზნით  დამატებითი მოთხოვნების შესახებ წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს საპენსიო აქტივების მართვის მიზნით  დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული პირისათვის საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის (შემდგომში – საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია) სტატუსის მინიჭების (შემდგომში – ავტორიზაცია)/აღიარებისა და გაუქმების პირობებს, საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციებსა და მოვალეობებს და მის მიერ პერიოდული ანგარიშგებების წარდგენის წესს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციის/აღიარების მინიჭებასა და მისი უფლებამოსილების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი). 3. საპენსიო აქტივების მართვა ასევე შეუძლია განახორციელოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილმა ან დაფუძნებულმა პირმა, რომლის წევრი სახელმწიფო არის საქართველო და რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებას არ  ექვემდებარება. ასეთ პირზე არ ვრცელდება ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა ამავე წესის მე-10 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, რომელთა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული ბანკი. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაგროვებითი საპენსიო სქემა (საპენსიო სქემა) – კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემა; ბ) საპენსიო სააგენტო – კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის; გ) განვითარებული ქვეყანა„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყანა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაცია/აღიარება, ავტორიზაციაზე/აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები და ავტორიზაციის/აღიარების გაუქმება 1. ამ წესის შესაბამისად, საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაცია/აღიარება შესაძლებელია მიენიჭოს მხოლოდ: ა) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საბროკერო საქმიანობა; ბ) განვითარებული ქვეყნის მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიას. 2. ამ წესის შესაბამისად ავტორიზაციის/აღიარების მინიჭება ხორციელდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. ავტორიზაციის/აღიარების მაძიებელი კომპანია საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის/აღიარების მისაღებად, კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა გააჩნდეს საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი, ასევე შესაბამისი საინფორმაციო სისტემები, რათა უზრუნველყოს კანონით, ამ წესითა და საპენსიო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება; ბ) იგი ან მისი მმართველი ორგანოს წევრები არ უნდა წარმოადგენდნენ დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებულ დეპოზიტართან  და საპენსიო სააგენტოსთან აფილირებულ პირებს; გ) ავტორიზაციის/აღიარების მაძიებელი კომპანიის აქტივების მართვაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს სულ მცირე 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით. 4. ავტორიზაციის/აღიარების მაძიებელი კომპანია ეროვნულ ბანკს მიმართავს წერილობით და წარუდგენს ამ წესის მე-4 ან მე-5 მუხლების შესაბამისად მოთხოვნილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. 5. ეროვნული ბანკი განიხილავს წარდგენილ განაცხადსა და თანდართულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას და 30 დღის ვადაში ავტორიზაციის/აღიარების მაძიებელ კომპანიას აცნობებს: ა) თანხმობას (შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად) იმის შესახებ, რომ მას მიენიჭა საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაცია/აღიარება; ბ) დასაბუთებულ უარს; ან გ) თუ ავტორიზაციის/აღიარების მაძიებელი კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არაზუსტი ან არასრულია, მოთხოვნას დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის, ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადისა და ფორმის შესახებ. ავტორიზაციის/აღიარების მინიჭების ვადის დინება ჩერდება ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზების ან დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის თაობაზე წერილის მომზადების დღიდან (წერილის რეგისტრაციის თარიღიდან) და იგი განახლდება ავტორიზაციის/აღიარების მაძიებელი კომპანიის მიერ გასწორებული ხარვეზების ან მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ. 6.  ამ წესის მე-4 ან მე-5 მუხლების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს იმ დოკუმენტაციის/ინფორმაციის ჩამონათვალი დოკუმენტაციის წარდგენის ვადისა და ფორმის მითითებით, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ბანკში საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის/აღიარების მინიჭებამდე. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ავტორიზაციის/აღიარების მაძიებელ კომპანიას არ მიანიჭოს ავტორიზაცია/აღიარება იმ შემთხვევაში, თუ: ა) განაცხადი და თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არასრულყოფილი ან არაზუსტია და ავტორიზაციის/აღიარების მაძიებელი კომპანია ვერ უზრუნველყოფს ან უარს ამბობს წარადგინოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში ან/და განსაზღვრული ფორმით; ბ) არ გააჩნია საკმარისი რესურსი და გამოცდილება, რათა უზრუნველყოს კანონითა და ამ წესით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება; გ) ავტორიზაციის/აღიარების მაძიებელი კომპანია ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დ) ავტორიზაციის/აღიარების მინიჭებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებს ან ფინანსური სისტემის სტაბილურობას. 8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიას შეუჩეროს ან გაუუქმოს ავტორიზაცია/აღიარება  იმ შემთხვევაში, თუ: ა) კომპანიას ჩამოერთვა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია ან ვეღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რის საფუძველზეც მოხდა სტატუსის მინიჭება; ბ) საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია არღვევს კანონით, ამ წესით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს; გ) ავტორიზაციის/აღიარების მინიჭება მოხდა მცდარ, არასრულ ან შემცდომაში შემყვან ინფორმაციაზე დაყრდნობით; გ) საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ეროვნულ ბანკს წარუდგენს მოთხოვნას ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების თაობაზე; დ) საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია საფრთხეს უქმნის საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებს ან ფინანსური სისტემის სტაბილურობას ან/და მისი საქმიანობა მიიჩნევა არაჯანსაღ ან/და  საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკად; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაცია/აღიარება ან გააფრთხილოს იგი და დაუწესოს არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები. თუ საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ვერ შეძლებს დადგენილ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრას, ეროვნული ბანკი აუქმებს მის ავტორიზაციას/აღიარებას. მუხლი 4🔗. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის მინიჭება ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისთვის საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის მაძიებელი კომპანია ეროვნულ ბანკში წარადგენს შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას: ა) განაცხადს საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ (დანართი №1); ბ) აქტივების მართვაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას: ბ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; ბ.ბ) ინფორმაციას მისი განათლებისა და გამოცდილების შესახებ, მათ შორის, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლსა და პირად რეზიუმეს (CV); ბ.გ) ცნობას ნასამართლობის შესახებ; ბ.დ)  მონაცემებს ფინანსური მდგომარეობისა და შემოსავლის წყაროს შესახებ; ბ.ე) ინფორმაციას ბოლო 3 წლის განმავლობაში მისი მართვის ქვეშ არსებული პორტფელების  წლიური შედეგების შესახებ; გ)   ამ წესის მე-7 და   მე-8 მუხლებით განსაზღვრულ პოლიტიკასა და პროცედურებს. მუხლი 5🔗. უცხო ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის აღიარება 1. უცხო ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს საპენსიო აქტივების მართვა საპენსიო სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა გააჩნდეს განვითარებული ქვეყნის მარეგულირებლის მიერ გაცემული ლიცენზია და უნდა ჰქონდეს არანაკლებ „A-“ ან ეკვივალენტური საკრედიტო რეიტინგი, რომელიც მინიჭებული ექნება შემდეგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებიდან ერთ-ერთის მიერ: S&P, Moody’s, Fitch. 2.   აღიარების მიზნით, უცხო ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულმა კომპანიამ ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ)   ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ეროვნული ბანკისათვის წერილობითი მიმართვის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, დამატებით ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგებაც (არსებობის შემთხვევაში აუდიტირებული); გ) კომპანიის მიმდინარე ბალანსი და შესაბამისი შენიშვნები; დ) ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანიის ყველა აქტიური პორტფელის მართვის წლიური შედეგების შესახებ. მუხლი 6🔗. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები 1.  საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საპენსიო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი უნდა მოქმედებდეს საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე და მისი საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს. 2. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციებია: ა) მართოს დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო პორტფელი; ბ) განახორციელოს დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო პორტფელის რისკების მართვა; გ) განახორციელოს დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების შეფასება და წმინდა აქტივების ღირებულების გაანგარიშება; დ) განახორციელოს ყველა სხვა ფუნქცია საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. ორგანიზაციული მოთხოვნები 1. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა და ინფორმაციული სისტემები, მისი ფინანსური მდგომარეობა, თანამშრომლების კომპეტენცია და გამოცდილება საკმარისი უნდა იყოს კანონით, ამ წესითა და საპენსიო სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.   2. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა ფუნქციურად გამიჯნოს კომპანიის სხვა საქმიანობებისგან. ამასთან, უნდა მოხდეს ამ საქმიანობებს შორის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება და მართვა. 3. საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიას უნდა გააჩნდეს და ფუნქციურად ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა ჰქონდეს აქტივების მართვის, რისკების მართვის, შეფასებისა და შესაბამისობის ფუნქციები. ამასთან, რისკების მართვისა და შესაბამისობის ფუნქციები უნდა მოქმედებდნენ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. 4. საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ აქტივების მართვა უნდა განახორციელოს საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ  შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე დამტკიცებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად, მასში განსაზღვრული რისკების ლიმიტების დაცვით. 5. აქტივების მართვაზე პასუხისმგებელი პირი დეტალურად უნდა იცნობდეს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლებსა და მათთან დაკავშირებულ პირობებს. კონკრეტულ აქტივში ინვესტირებამდე, მან სრულად უნდა შეაფასოს ამ ფინანსური ინსტრუმენტების თვისებებისა და რისკის პროფილის შესაბამისობა საინვესტიციო პოლიტიკასთან. 6. რისკების მართვისა და შესაბამისობის ფუნქციების განმახორციელებელი თანამშრომლების ანაზღაურება არ უნდა იყოს დაკავშირებული საპენსიო აქტივების მართვით მიღებულ შედეგებთან ან სხვაგვარად წარმოშობდეს ინტერესთა კონფლიქტს.  7. საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა შეიმუშაოს რისკების მართვის პოლიტიკა და პროცედურები, რაც საშუალებას მისცემს უზრუნველყოს საპენსიო აქტივების პორტფელისათვის საბაზრო, საკრედიტო, კონტრაჰენტის, ლიკვიდურობის და სხვა რისკების შეფასება, მართვა და მონიტორინგი. 8. საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო აქტივების შეფასების პოლიტიკა და პროცედურები, უზრუნველყოს საპენსიო აქტივების სამართლიანი შეფასება და წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლა კანონმდებლობის შესაბამისად. 9. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის შესაბამისობის ფუნქციის განმახორციელებელი თანამშრომლები უნდა უზრუნველყოფდნენ საქმიანობის ყოველ ეტაპზე საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების მონიტორინგსა და მათ განახლებას საჭიროებისამებრ. 10. თუ საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია აპირებს მასზე დაკისრებული ამ წესით განსაზღვრული ფუნქციის/ფუნქციების დელეგირებას მესამე პირზე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიიღოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა. ამასთან, ფუნქციების ნებისმიერი შემდგომი დელეგირება უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან. 11. დელეგირებული ფუნქციის განხორციელებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიას. 12. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საპენსიო სააგენტოსთან გასაფორმებელი  ხელშეკრულების პირობები წინასწარ შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან. მუხლი 8🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა შეიმუშაოს ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა და პროცედურები, რათა უზრუნველყოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება, მათი მართვა და გამჟღავნება. თუ საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ჯგუფის წევრია, ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის წარმოშობილ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიკაციისა და მართვის პროცედურებსაც. 2. შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისას, საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ისეთი სიტუაციები, როდესაც საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესები საფრთხის ქვეშ დგება. ასეთი სიტუაციები მოიცავს სულ მცირე  ისეთ შემთხვევებს, როდესაც საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი  ან მისი რომელიმე თანამშრომელი: ა) იღებს ფინანსურ შემოსავალს ან იცილებს ფინანსურ ზარალს საპენსიო აქტივების ხარჯზე; ბ) აქვს ფინანსური ან/და სხვაგვარი დაინტერესება, რათა მიანიჭოს უპირატესობა კომპანიის სხვა კლიენტებს   საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებთან შედარებით; გ) იღებს ან მიიღებს ფულად ან/და სხვა შემოსავალს სხვა მესამე პირისგან საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებით. 3. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მმართველი ორგანოს არც ერთი წევრი არ იყოს საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი. ამასთან, საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მოახდინოს იმ გარემოებების იდენტიფიკაცია და ეროვნული ბანკისათვის გამჟღავნება, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მმართველი ორგანოს წევრების დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას  მოვალეობების შესრულებისას და გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი. მუხლი 9🔗. ჩანაწერების წარმოების ვალდებულება 1. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს საპენსიო აქტივების მართვისას დადებული ყველა ტრანზაქციის აღრიცხვა. 2. საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დადებულ ტრანზაქციებში ისეთი ტრანზაქციების   იდენტიფიცირება და აღრიცხვა, რომლებიც უკავშირდება ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს. 3. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ყველა მიღებულ და გაცემულ ინსტრუქციასა და დავალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 4. საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა განახორციელოს საკუთარ და დეპოზიტარის ჩანაწერებში არსებული მონაცემების, კერძოდ, განხორციელებული ტრანზაქციებისა და საპენსიო აქტივების შესახებ ჩანაწერების, ყოველდღიური დადარება (რეკონსილაცია). 5. საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საპენსიო პორტფელის წმინდა აქტივების ღირებულების შეფასების ყოველდღიური ანგარიშების მომზადება და შენახვა იმ სახით, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს შეფასების ხელახლა განხორციელება. 6. საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა აღრიცხოს ყველა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასა და მოვალეობებთან და რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, მისი საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად. 7. საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა განახორციელოს ჩანაწერების და ანგარიშების წარმოება იმ სახით, რომ უზრუნველყოს მათი სიზუსტე და სისრულე. 8. ჩანაწერები უნდა იყოს შენახული ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეტანილი ცვლილების, ცვლილებამდელი ჩანაწერის, ცვლილების თარიღისა და ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ნახვა. 9. ამ მუხლში განსაზღვრული დოკუმენტაცია და ჩანაწერები შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ მათი შენახვა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 6 წლის ვადით. მუხლი 10🔗. ანგარიშგებების წარდგენის ვალდებულება 1. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მართავს საპენსიო აქტივებს კანონის, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ანგარიშგებებს წარადგენს შესაბამის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ანგარიშგების წარდგენად ჩაეთვლება აუდიტირებული ანგარიშგების საკუთარ ვებგვერდზე  გამოქვეყნება. 3. საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინოს: ა) ინფორმაცია იმ ფინანსური ბაზრებისა და ინსტრუმენტების შესახებ, სადაც ახდენს ინვესტირებას, თითოეული პარამეტრისა და ოდენობების მითითებით;   ბ) საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულების ანგარიში;    გ) ინფორმაცია თვის განმავლობაში ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტრანზაქციების შესახებ. 4. თუ საპენსიო აქტივების ღირებულება შემცირდა 5%-ით, რაც გამოწვეულია საბაზრო პირობების ცვლილებით, კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკსა და საპენსიო სააგენტოს გაუგზავნოს შეტყობინება ამ ფაქტის დადგომიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა. 5. თუ საპენსიო აქტივების ღირებულება შემცირდა 1%-ით, რაც გამოწვეულია არასაბაზრო პირობების ცვლილებებით, საპენსიო აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკსა და საპენსიო სააგენტოს გაუგზავნოს შეტყობინება დაუყოვნებლივ. 6. საპენსიო აქტივების მმართველმა კომპანიამ ამ მუხლში ჩამოთვლილი ანგარიშგებები (შეტყობინებები) და ანგარიშები უნდა წარადგინოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს Excel-ის და PDF-ის ფორმატში.