განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.236
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-2 მუხლის 53-ე პუნქტის და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
განისაზღვროს განვითარებული ქვეყნების ნუსხა:
ევროკავშირის ქვეყნები:
ა) ავსტრიის რესპუბლიკა;
ბ) ბელგიის სამეფო;
გ) ბულგარეთის რესპუბლიკა;
დ) კვიპროსის რესპუბლიკა;
ე) ჩეხეთის რესპუბლიკა;
ვ) დანიის სამეფო;
ზ) ესტონეთის რესპუბლიკა;
თ) ფინეთის რესპუბლიკა;
ი) საფრანგეთის რესპუბლიკა;
კ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;
ლ) საბერძნეთის რესპუბლიკა;
მ) უნგრეთის რესპუბლიკა;
ნ) ირლანდია;
ო) იტალიის რესპუბლიკა;
პ) ლატვიის რესპუბლიკა;
ჟ) ლიტვის რესპუბლიკა;
რ) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო;
ს) მალტის რესპუბლიკა;
ტ) ნიდერლანდის სამეფო;
უ) პოლონეთის რესპუბლიკა;
ფ) პორტუგალიის რესპუბლიკა;
ქ) რუმინეთი;
ღ) სლოვაკეთის რესპუბლიკა;
ყ) სლოვენიის რესპუბლიკა;
შ) ესპანეთის სამეფო;
ჩ) შვედეთის სამეფო;
ც) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფო (შეერთებული სამეფო).
2. ამერიკის შეერთებული შტატები
3. კანადა
4. კორეის რესპუბლიკა (სამხრეთი კორეა)
5. იაპონია
6. ჰონგკონგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი)
7. ისრაელის სახელმწიფო
8. სინგაპურის რესპუბლიკა
9. ბაჰრეინის სამეფო
10. შვეიცარიის კონფედერაცია
11. დუბაის საამირო (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
12. ისლანდიის რესპუბლიკა
13. ლიხტენშტაინის სამთავრო
14. ნორვეგიის სამეფო
15. ახალი ზელანდია
16. ავსტრალიის თანამეგობრობა.
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონში და „ფასიანი ქაღალდების შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის 3 ნოემბერს შეტანილი ცვლილებებით.
ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე