„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის N16/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №207/04 |
|
2018 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 22/02/2010; ს/კ: 220090000.18.011.014236) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. განისაზღვროს განვითარებული ქვეყნების შემდეგი ნუსხა: 1. ავსტრიის რესპუბლიკა; 2. ბელგიის სამეფო; 3. ბულგარეთის რესპუბლიკა; 4. ჩეხეთის რესპუბლიკა; 5. დანიის სამეფო; 6. ესტონეთის რესპუბლიკა; 7. ფინეთის რესპუბლიკა; 8. საფრანგეთის რესპუბლიკა; 9. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 10. საბერძნეთის რესპუბლიკა; 11. უნგრეთის რესპუბლიკა; 12. ირლანდია; 13. იტალიის რესპუბლიკა; 14. ლატვიის რესპუბლიკა; 15. ლიტვის რესპუბლიკა; 16. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; 17. მალტის რესპუბლიკა; 18. ნიდერლანდების სამეფო; 19. პოლონეთის რესპუბლიკა; 20. პორტუგალიის რესპუბლიკა; 21. რუმინეთი; 22. სლოვაკეთის რესპუბლიკა; 23. სლოვენიის რესპუბლიკა; 24. ესპანეთის სამეფო; 25. შვედეთის სამეფო; 26. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (გაერთიანებული სამეფო); 27. ამერიკის შეერთებული შტატები; 28. კანადა; 29. კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა); 30. იაპონიის სახელმწიფო; 31. ჰონკონგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი); 32. სინგაპურის რესპუბლიკა; 33. ბაჰრეინის სამეფო; 34. შვეიცარიის კონფედერაცია; 35. არაბთა გაერთანებული საემიროები; 36. ისლანდიის რესპუბლიკა; 37. ლიხტენშტაინის სამთავრო; 38. ნორვეგიის სამეფო; 39. ახალი ზელანდია; 40. ავსტრალიის თანამეგობრობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|