,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№99/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016476
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №99/04

2020 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 19/12/2019, ს/კ: 220090000.18.011.016422) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის პირველი პუნქტისშესაბამისად, განისაზღვროს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხა:

ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;

ბ) ალბანეთი;

გ) ანგილია;

დ) ანტიგუა და ბარბუდა;

ე) ბარბადოსი;

ვ) ბაჰამის თანამეგობრობა;

ზ) ბოტსვანის რესპუბლიკა;

თ) განას რესპუბლიკა;

ი) გიბრალტარი;

კ) დომინიკის თანამეგობრობა;

ლ) ზიმბამბვე;

მ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;

ნ) იამაიკა;

ო) იემენი;

პ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;

ჟ)ისლანდია;

რ) კაიმანის კუნძულები;

ს) კამბოჯის სამეფო;

ტ) კოლუმბიის რესპუბლიკა;

უ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;

ფ) მავრიკი;

ქ) მალტის რესპუბლიკა;

ღ) მიანმარი;

ყ) მონღოლეთი;

შ) ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა;

ჩ) ნიკარაგუა;

ც) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;

ძ) პანამის რესპუბლიკა;

წ) სეიშელის რესპუბლიკა;

ჭ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;

ხ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;

ჯ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;

ჰ) უგანდა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე