„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016975
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №12/04

2026 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 19/12/2019; 220090000.18.011.016422) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხა:

ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;

ბ) ალბანეთის რესპუბლიკა;

გ) ბარბადოსი;

დ) ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა;

ე) ბურკინა ფასო;

ვ) გიბრალტარი;

ზ) დომინიკის თანამეგობრობა;

თ) ერაყის რესპუბლიკა;

ი) ვანუატუს რესპუბლიკა;

კ) ვენესუელა;

ლ) ვიეტნამი;

მ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;

ნ) იამაიკა;

ო) იემენის რესპუბლიკა;

პ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;

ჟ) კაიმანის კუნძულები;

რ) კამერუნის რესპუბლიკა;

ს) კოლუმბიის რესპუბლიკა;

ტ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;

უ) ლიბანი;

ფ) მიანმარის კავშირის რესპუბლიკა;

ქ) მოზამბიკი;

ღ) ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა;

ყ) ნიკარაგუის რესპუბლიკა;

შ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;

ჩ) პანამის რესპუბლიკა;

ც) სამხრეთ აფრიკა;

ძ) სამხრეთ სუდანი;

წ) სეიშელის რესპუბლიკა;

ჭ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;

ხ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;

ჯ) უგანდის რესპუბლიკა;

ჰ) ჰაიტი.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა