სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/10974-11
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლი ს 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,ქართული ფოლადის“ მიმართ.
სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის მმართველმა, მალხაზ ალბორაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი საკითხების განხილვის მიზნით: 1. კრედიტორთა მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა, მათ შორის, ქ. რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი განცხადების განხილვა; 2. რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენა.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენის და კრედიტორთა მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენა.
1.2. კ რედიტორთა მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვ ა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 20 დეკემბერს , 13 :00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2018.
- როდის იქნა მიღებული „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 27.11.2018. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/10974-11.
- სად არის „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „სს „ქართული ფოლადის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/10974-11, 27.11.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4380740/