ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს 2018 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით.

1. 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 7 განცხადება. გაცემულ საჯარო ინფორმაციაზე შესწორების შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება.

2. ინფორმაციის მთლიანად დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 7 გადაწყვეტილება. საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდება განსაზღვრულიპასუხისმგებელი პირის,საკრებულოს აპარატის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში) ნონა მთიულიშვილის მიერ.

3.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წელს არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ.

4. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და გადაცემა არ განხორციელებულა.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში არ მომხდარა საჯარო მოხელეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა.

6. საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმა არ მომხდარა, შესაბამისად საკრებულოს მიერ გასაჩივრებასთან დაკავშირებული

 

თამარ ყეინიშვილი                                     ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე