გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
• 2018 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 7 (შვიდი) განცხადება და 18 (თვრამეტი) კორესპონდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
• საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
• საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
• საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
• საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექით.
• გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია.
• გამომდინარე იქედან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯიც არ ყოფილა.
• გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯი არ გაწეულა.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე