საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველო ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიში
კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2018 წლის ანგარიშს – საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის და გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურეთა ვინაობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპებით და უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.
საქართველოს ეროვნული ბანკი, ოფიციალური ვებ გვერდის www.nbg.gov.ge . მეშვეობით აქვეყნებს საბანკო-საფინანსო სფეროში მიმდინარე პროცესების ამსახველ ინფორმაციებს, მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტინებს, სხვადასხვა მიმოხილვებს და პრესრელიზებს.
ეროვნული ბანკი სხვადასხვა ბეჭდვითი და ელექტრონული საშუალებებში ასევე სისტემატურად განათავსებს საჯარო ინფორმაციას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის, საპროცენტო განაკვეთების, მონეტარული პოლიტიკის, ბანკნოტების და მონეტების, საგადახდო სისტემების და ასევე სტატისტიკური ინფორმაციების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის 979 მოთხოვნა, აქედან - 141 მატერიალური ფორმით, ხოლო 838 ელექტრონული ფორმით. მატერიალური ფორმით შემოსული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა 139 მოთხოვნა, 2 მოთხოვნა გადაგზავნილ იქნა შესაბამის დაწესებულებაში, რის შესახებაც ეცნობათ განმცხადებლებსაც. ელექტრონული ფორმით შემოსული მოთხოვნებიდან ყველა დაკმაყოფილდა.
მოთხოვნა, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, ეროვნულ ბანკში
2018 წელს არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის შედეგად მიღებულმა მოსაკრებლების ოდენობამ შეადგინა 34.20 ლარი (ოცდათოთხმეტი ლარი და 20 თეთრი).
თანდართული ცხრილით წარმოგიდგენთ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების დაკმაყოფილების გადაწყვეტილებათა რაოდენობისა და გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეთა შესახებ.
დანართი
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა და გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მომსახურეთა ვინაობა
დაგაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე
თანადებობა
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებე ბის რაოდენობა
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა
კობა გვენეტაძე
პრეზიდენტი
2
არჩილ მესტვირიშვილი
ვიცე-პრეზიდენტი
12
მურთაზ კიკორია
ვიცე-პრეზიდენტი
4
გიორგი მელაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი
8
ქეთევან ახალკაცი
პრეზიდენტის აპარატის უფროსი
76
კონსტანტინე ბარაბაძე
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
19
ირაკლი კალანდაძე
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1
ნათია გვაზავა
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
22 ელექტრონული ფორმით
ნათია გვაზავა
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
9
გიორგი ლალიაშვილი
ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი
3
თორნიკე ებანოიძე
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
1
ნინო ბერუაშვილი
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
1
ნინო ჩიხლაძე
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
1
არჩილ იმნაიშვილი
მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი
4
2 გადაგზავნილ იქნა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში
ლაშა გზირიშვილი
მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი
305 ელექტრონული ფორმით
კონსტანტინე ბარაბაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი
511 ელექტრონული ფორმით
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე