აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებ ა – საარქივო სამმართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში
საარქივო სამმართველო დადგენილი წესის შესაბამისად სისტემატურად ახორციელებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე;
• საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ინგა ხალვაში და იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მერი ცენტერაძე;
• საარქივო სამმართველო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სამმართველოში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე – მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, უშუალოდ აქვთ მინიჭებული ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. ელექტრონული მართვის სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას;
საარქივო სამმართველოში თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას აწარმოებს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური კანონიერი მიზნიდან გამომდინარე, ამ მიზნის პროპორციულად.
• საანგარიშო პერიოდში საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
• საარქივო სამმართველოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია; საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სამმართველო ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს;
• საარქივო სამმართველოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, არ მომხდარა გადაწყვეტილების გასაჩივრება, შესაბამისად, ხარჯი არ გაწეულა.
საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი