სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2018 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2018 წლის ანგარიშს:

ა) მიმდინარე წლის განმავლობაში სსიპ – თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია 3 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, აქედან, ორი მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო ერთ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ბიბლიოთეკაში არ შემოსულა.

ბ) მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის იმ ნაწილის არ გაცემაზე (ვინაიდან იგი წარმოადგენდა სხვისი პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას), სსიპ – თბილისის მთავარ ბიბლიოთეკის უარი დაეფუძნა, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილს, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-2 მუხლის „ა“ პუნქტს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილს.

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკის ინფორმაციის დამუშავებისა

და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ბიბლიოთეკის მიერ ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების თაობაზე.

დ) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ – თბილისის მთავრ ბიბლიოთეკაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ამასთან ბიბლიოთეკის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

3

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

1 (ნაწილობრივ)

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

სსიპ – თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის

გენერალური დირექტორი                                                                                 ზურაბ წერეთელი