ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№150/12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

 

საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ წლიურ ანგარიშს.

2018 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია 11 კორესპოდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ძირითადი თემატიკა იყო:

- ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეზე რა სახის მოდელის, მარკისა და სახელმწიფო ნომრის ავტომანქანებია გაპიროვნებული სამსახურებრივ სარგებლობაში;

- რამდენია 1 თვეზე გამოყოფილი საწვავის რაოდენობა (ლიტრის მითითებით) ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეზე სამსახურებრივად გაპიროვნებულ ავტომანქანებზე;

- საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო სხდომის ოქმების მოთხოვნის შესახებ;

- ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების რაოდენობის (სახელი, გვარი) და პარტიულობის მითითების შესახებ;

- ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის (საკრებულოს თანამდებობის პირები) და საჯარო მოხელეების შესახებ;

- ინფორმაცია 2010 -2014 -2017 წლის მოწვევის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე;

- ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა კატეგორიების მითითებით გენდერულ ჭრილში (მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულების რაოდენობა, მათი საშუალო ხელფასი);

- ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული წევრებიდან რამდენი დეპუტატი ეწევა საგანმანათლებო დაწესებულებაში მუშაობას;

- საკრებულოს წევრებიდან რომელს არ აქვს უმაღლესი განათლება;

- 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული დაგეგმილი სოციალური პროექტების/პროგრამების შესახებ;


- 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ;

- ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მოთხოვნის შესახებ.

2018 წელს შემოსული 11 განცხადებიდან, მოთხოვნის შესაბამისად, გაცემულია ყველაზე პასუხი. შემოსული მოთხოვნებიდან 1 განცხადება არ განეკუთვნებოდა საკრებულოს კომპეტენციას, რომლის შესახებ წერილობით ეცნობა განმცხადებელს.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               მამუკა მელიქიძე