საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცენტრალური/საოლქო საარჩევნო კომისიები, შემდგომში „საარჩევნო კომისიები“) 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცენტრალური/საოლქო საარჩევნო კომისიები, შემდგომში – „საარჩევნო კომისიები“) 2018 წლის ანგარიში
1. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ საარჩევნო კომისიებში სულ შემოსულია 1496 მოთხოვნა.
2. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე საარჩევნო კომისიებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების (საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად – კომისიების მდივნების) მიერ მიღებულია 1473 გადაწყვეტილება, მათ შორის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 7.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია 23 გადაწყვეტილება.
4. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილების/დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
5. საარჩევნო კომისიების მიერ საკუთარი სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
6. საარჩევნო კომისიების მიერ შეგროვებული, დამუშავებული და შენახული იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ მოწოდებული მონაცემები. შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ 50 საჯარო მონაცემთა ბაზა იქნა სხვისთვის გაცემული, ხოლო პერსონალური მონაცემები სხვისთვის არ გაცემულა.
7. საარჩევნო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა მიერ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, არც ერთ პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა.
8. შესაბამისი უფლებამოსილი პირები, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდნენ საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ხოლო სხდომის დახურვის ფაქტს არ ჰქონია ადგილი.
9. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული 23 გადაწყვეტილებიდან არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნა გასაჩივრებული.
10. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან საარჩევნო კომისიების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხა, საარჩევნო კომისიებს არ გაუწევიათ.
თამარ ჟვანია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე