„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3899-რს
სარეგისტრაციო კოდი
480140000.05.001.019271
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. რატიფიცირებისათვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარ განხილვა

საქართველოს პარლამენტისათვის რატიფიცირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კანონპროექტს წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

2. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებათა განხილვა

საქართველოს პარლამენტში მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას განიხილავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღის მომდევნო დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 დეკემბერი 2018 წ.

N3899-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3899-რს. სარეგისტრაციო კოდი — 480140000.05.001.019271.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3899-რს, 06.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.019271 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4387378/