სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ 2018 წლის ანგარიშს. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2018 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;

საანგარიშო პერიოდში სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 7 განაცხადი (6 მათგანი გამოგზავნილი იყო სახელმწიფო უწყების მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, ხოლო 1 – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისგან), რომელიც სრულად იქნა დაკმაყოფილებული. მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია არცერთი გადაწყვეტილება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა არ წარმოდგენილა.

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე წარმოდგენილი ყველა მოთხოვნა, ჯამში 7 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია სააგენტოს იურისტი ანა კიკნაძე.

სააგენტოს კოლეგიურ ორგანოს წარმოადგენს მმართველი საბჭო. საანგარიშო პერიოდში არცერთი სხდომა არ დახურულა.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ;

სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის N404 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, დაამუშავა პერსონალურ მონაცემები. კერძოდ, დამუშავდა სააგენტოს პროგრამების განხორციელების უზრუნველსაყოფად, პროგრამების ფარგლებში განმცხადებლების პერსონალური მონაცემები:

„დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში – 423 ფიზიკური პირის;

„დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში – 83 ფიზიკური პირის;

„მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში – 81 ფიზიკური პირის;

„განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში – 40 ფიზიკური პირის.

სააგენტოს მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავება შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე­-5 მუხლით განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს.

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;

სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა. ადგილი არ ჰქონია დისციპლინური სახდელის დადებას.

ე) საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება დაკმაყოფილდა, კოლეგიური ორგანოს სხდომები არ დახურულა. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებას და არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სააგენტოს მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 

სსიპ – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს

დირექტორი მ/შ:                                                                                                  თამარ გავაშელი