ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/6407
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  2018  წლის  მერიის ანგარიში

 

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის„ 49-ე  მუხლის  თანახმად, წარმოდგიდგენთ

2018  წლის   ანგარიშს,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  მერიაში  შემოსული  საჯარო  ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე. კერძოდ:

● 2018 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია -52  განცხადება;

● შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილებული იქნა სულ - 39  განცხადება;

● ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 5 განცხადება;

● პერსონალური ინფორმაციის არსებობის გამო, შემოსული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული იქნა -3 გადაწყვეტილება ;

● 2 შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს ეცნობა, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არის დაცული;

● 1 შემთხვევაში შემოსული განცხადება  არ განეკუთვნებოდა  საჯარო ინფორმაციას;

● 2 შემთხვევაში განცხადება განხილვის პროცესშია;

● საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასაჩივრების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;

● არ ფიქსირდება შემოსული  განცხადებებიდან პასუხის გაუცემლად დატოვებული განცხადება;

● 2018 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 13.85 (ცამეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარი;

● საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა;

● საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის დარღვევის ფაქტი და დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა 2018 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში არ დაფიქსირებულა;

● 2018  წლის 20 ივნისიდან  დღემდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს  ლაგოდეხის მუნციპალიტეტის მერიის „სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების III რანგის  პირველი კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი თამარი დარბაიძე.