ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ შემდეგ ინფორმაციას:
ა) 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და საკრებულოს აპარატში (შემდგომში ტექსტში - საჯარო დაწესებულება) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 45 განცხადება;
ბ) 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არ შემოსულა არცერთი განცხადება;
გ) 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო დაწესებულებამ დააკმაყოფილა ყველა განცხადება, რომელიც ეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას;
დ) 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (საჯარო დაწესებულება) სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
ე) საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირია -ეკატერინე ფაჩულია- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტი- გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის საკითხებში (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი);
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“, „დ“,“ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს საჯარო დაწებულების მიმართ ადგილი არ ქონია.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის 2018 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის 2018 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის 2018 წლის ანგარიში“?
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის 2018 წლის ანგარიში“ მიღებულია 07.12.2018. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის 2018 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის 2018 წლის ანგარიში“, №0, 07.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4405056/